საქართველოს საჯარო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასები არც მინისტრებს და არც სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებს არ აქვთ. ანაზღაურების მხრივ საჯარო სექტორში პირველ ადგილს უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიპლომატები იკავებენ. დიპლომატების უმრავლესობის შემთხვევაში წლიური ანაზღაურება 200 000 ლარს აჭარბებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 300 000 ლარსაც ცდება.
საქართველოს ელჩების ანაზღაურებები ქონებრივი დეკლარაციების თანახმად:
თანამდებობა | დიპლომატის სახელი/გვარი | ხელფასი | |
იაპონიაში საქართველოს ელჩი | თეიმურაზ ლეჟავა | $141,300 | |
კანადაში საქართველოს ელჩი და სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი | კახა იმნაძე | $117,526 | |
დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი | ნათელა მენაბდე | €100,098 | |
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | იოსებ ჩახვაშვილი | $95,616 | |
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | ზურაბ პატარაძე | $88,704 | |
მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი | ზაზა გაბუნია | $88,000 | |
უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | ზურაბ აბდუშელიშვილი | $84,752 | |
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი | დავით სოლომონია | €77,532 | |
საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში | ზაზა კანდელაკი | $82,528 | |
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | ნიკოლოზ ლალიაშვილი | $78,000 | |
ირლანდიაში საქართველოს ელჩი | გიორგი ზურაბაშვილი | €71,392 | |
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | ოთარ ბერძენიშვილი | €70,083 | |
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი | დავით ზალკალიანი | $70,596 | |
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | არჩილ ყარაულაშვილი | €63,156 | |
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში | თეა მაისურაძე | €62,375 |