2022 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალი უშუალოდ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან 7%-ით შემცირდა და მან 49.9 მილიონი ლარი შეადგინა.
აუდიტორული საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა 2022 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს წარუდგინეს. სამსახურის მონაცემთა ბაზაში სულ 268 კომპანია არის რეგისტრირებული.
აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ესაა კლიენტებისთვის ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა, აუდიტორული ანგარიშებისა და კვლევების მომზადება, საბუღალტრო სერვისის აუთსორსინგი და სხვა. თითოეული კომპანია ვალდებულია, რომ ყოველი წლის შემოსავლების შედეგები, რაც უშუალოდ აუდიტორულ საქმიანობას უკავშირდება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს წარუდგინოს. სწორედ ამ მონაცემებს ეფუძნება აღნიშნული რეიტინგიც. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში საერთაშორისო ბრენდები დომინირებენ.
საქართველოს აუდიტორული ფირმების რეიტინგი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა
ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯები ნათლად დავსახეთ - სახდეპი ფორმულას კობახიძის წერილზე
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების მიღება გაამარტივა
ბრიტანეთის თემთა პალატაში ივანიშვილისა და რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს