ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა სს "ჰეშისთვის" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის ანუ VASP-ის ლიცენზიაც მიიღო.

ახალი პროვაიდერი WhiteBIT-ი კრიპტობირჟაა, იგივე ციფრული საფულე, რომლის ბარათს ტექნიკური მხარდაჭერა უწევს მისივე პარტნიორი PSP (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) ფეიუნიქარდი.

სებ-ის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ტრანზაქციები მხოლოდ ფულის გათეთრების კანონმდებლობის (AML/CFT) მოთხოვნების ნაწილში შემოწმდება, კლიენტის იდენტიფიცირებისთვის, საეჭვოა თუ საიმედო.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ კრიპტოაქტივების სავაჭრო პლატფორმის სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას ემსახურება. ამ დროისთვის რამდენიმე მილიარდიანი ბაზრის ზუსტი მოცულობის დადგენა შეუძლებელია. ამით აღიკვეთება აკრძალული საშუალებებით და საგნებით  ვაჭრობაც, თუმცა სრულად არა, რადგან გარდა იმისა, რომ სხვა სავაჭრო არხებიც არსებობს, კრიპტოაქტივის მომსახურებიდან, სებ-ში რეგისტრაციას  ყველა არ მოისურვებს.

რაც შეეხება WhiteBIT-ს, როგორ სებ-ში განმარტავენ, ის ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაში არსებული კომპანიაა. WhiteBIT-ი ფლობს VASP-ის ლიცენზიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, ესპანეთსა და ლიეტუვაში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი WhiteBIT-მა დატოვა რუსეთის ბაზარი.

სებ-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეესტრში 7 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერია რეგისტრირებული.