2023 წელს საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 200 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო, 2024 წლის იანვარ-მარტში კი 81 146 079 ლარის.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის სამ თვეში, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტების მოცულობამ 1 045 998 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხაზინის მონაცემებით, შარშან სამ თვეში ბიუჯეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 88 013 871 ლარის გრანტი მიიღო, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 1,109,594 ლარი.

2023 წელს ჯამში კი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტის მოცულობამ 186 542 946 ლარი შეადგინა, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 13 973 649 ლარი.