წელს პირველ 4 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 59%-ით შემცირდა, - ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა

რუსეთში ღვინის ექსპორტის 59%-ით შემცირება ძირითადად 2024 წლის დასაწყისში დაფიქსირებულმა მაღალმა ექსპორტმა განაპირობა, თუმცა კლებაა 2023 და 2019 წლებთან შედარებითაც.

იანვარ-აპრილში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 56% იყო. შემდეგ მოდის ევროკავშირი 17% და ყაზახეთი 5%-ით.