საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობითაა წარმოდგენილი. 

მათი აქციების ფასი გასული კვირის მანძილზე შეიცვალა და შემდეგნაირად გამოიყურება (ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო):

„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 10.86%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 53.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.63 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 47.25%-ით გაიზარდა.

„TBC PLC-ის“ აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 12.56%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 34.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.90 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 16.36%-ით გაიზარდა.

„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 3.26%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 13.32 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 620 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 30.59%-ით გაიზარდა.

აღნიშნული ინფორმაცია Galt & Taggart-მა გამოაქვეყნა.