მოლდოვა საქართველოდან და აზერბაიჯანიდან მწვანე ენერგიის იმპორტით ინტერესდება. ამის შესახებ report.az-თან მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პარლიკოვმა ისაუბრა.
„წელს მოლდოვა აპირებს პირველი აუქციონის ჩატარებას განახლებადი ენერგიის ბაზების შესაქმნელად. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით და ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს. ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ მწვანე ენერგიის იმპორტით საქართველოდან და აზერბაიჯანიდან შავი ზღვის ქვეშ გაყვანილი წყალქვეშა კაბელის მეშვეობით.
შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელი არის პროექტი, რომელზედაც 5-10 წლის წინ ვერც ვიოცნებებდით. უკრაინის ომმა მთლიანად შეცვალა სიტუაცია რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის მხარდაჭერით ამ პროექტით, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ შეძლებს რეგიონში ენერგორესურსების ხელმისაწვდომ ფასად შემოტანას. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ გვქონდეს მოქნილი სქემა აზერბაიჯანიდან და საქართველოდან მოლდოვასა და რუმინეთში ელექტროენერგიის მოპოვებისთვის.“- განაცხადა ვიქტორ პარლიკოვმა.