საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.7% იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ IMF-ის მოლოდინები გაუმჯობესებულია, იქამდე სავალუტო ფონდი 4.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ფონდის ეკონომიკური პროგნოზი წინა შეფასებასთან შედარებით გაუმჯობესებულია, გასულ წელთან შედარებით 5.7% მაინც დაბალი ნიშნული იქნება. კერძოდ, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5% იყო, შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს დაფიქსირდება კლება 5.7%-მდე.

„საქართველომ უნდა გააგრძელოს უარყოფითი შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერება გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებითა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებით. პრიორიტეტები მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმას მათი ფისკალური რისკების შეზღუდვისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით; საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებას და განათლების, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაუმჯობესებას მაღალი უმუშევრობისა და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნულია ანგარიშში.