დაბა აბასთუმანში, ასათიანის ქN2-ში მდებარე : 6168 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით 4.2 მილიონ ლარად  აუქციონზე იყიდება.

აუქციონის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა არის სარემონტო და ამ პერიოდისთვის მასში განთავსებულია საბავშვო ბაღი. გამოცხადებულია პირობიანი ელექტრონული აუქციონი და მყიდველი ვალდებულია უძრავი ქონების შეძენის შემდგომ, საბავშვო ბაღის ფუნქციონირებას არ შეუშალოს ხელი ერთი წლის განმავლობაში.

აუქციონი 21-29 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობს.