„ვაპირებთ, Eleven Group-ის შოურუმი ბათუმშიც გავხსნათ“, - ამის შესახებ „კომერსანტის“ თემის ეთერში საუბრისას Eleven Group-ის კომერციულმა დირექტორმა გოგიტა სურამელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ შოურუმში Lamborghini-ის ავტომობილების გარდა, მათი სხვა ყველა პროდუქტი იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენ გვინდა, რომ რეგიონებში განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი. მაგალითად, დღესდღეობით ჭავჭავაძის 26-ში რა შოურუმიც გვაქვს, გვინდა, რომ მსგავსი შოურუმი გავხსნათ ბათუმშიც და შემდგომში უკვე ალბათ ყველა დიდ ქალაქში.
რაც შეეხება ყავის მიმართულებას, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტად გავაღრმავოთ ურთიერთობა ჰორეკა სექტორთან და მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი, საუბარია Tonino Lamborghini Coffee - ზე“, - განაცხადა Eleven Group-ის კომერციულმა დირექტორმა გოგიტა სურამელაშვილმა.