საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ტექნოპარკში აღინიშნა იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა.
ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა ინსტიტუციის, აკადემიური და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ გახსნეს. CERN-ის წარმომადგენლის, ბოსტონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ტიციანო კამპორეზისა და Axel - Georgian Business Angel Network-ის დირექტორის, ირინა ცაგარეიშვილის პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა ორი ქართველი ინოვატორის დაჯილდოება, რომლებმაც სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში ქართველი ინოვატორების გამოცდილების გამდიდრებისა და იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამართულ კონკურსში STEM Study Visits to Ital" გაიმარჯვეს.
თბილისში იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე აღინიშნა
შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის - ირაკლი კობახიძე
გატუტუცებული, ჭიჭყინა ბავშვის სიტყვებია - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ჰოლ ჰოლი კობახიძეზე
საქართველოს მოქალაქეების მოწოდება უნდა იყოს შესმენილი, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი - შარლ მიშელი
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების “ სათავო ოფისისკენ გაემართნენ
1714746600
1714740300