GCCA-ი, 2025 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში დარეგისტრირებული კონცენტრაციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს - მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში 8353 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.
იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით - 8344 შემთხვევა, წილის მოცულობის გათვალისწინებით ან/და ტრანზაქციებში მონაწილე პირთა ერთობლივი წლიური შემოსავლების შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. 9 შემთხვევიდან 6 კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც შესაბამისი პირები სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა, ხოლო რაც შეეხება 3 შემთხვევას, სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც მხარეთა მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიმართ სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო.
სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირები ჯარიმდებიან.
GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.
GCCA-ის მიერ 2025 წელს 18 872 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, 15 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა, 1 შეტყობინების შესწავლა კი მიმდინარე რეჟიმშია.
საქართველოში 2025 წლის მესამე კვარტალში 8353 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - GCCA

ვოლიდირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი... არაფერია სასპეკულაციო - ირაკლი კობახიძე
საგარეო უწყება ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს
პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები - ირაკლი კობახიძე
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა, აზერბაიჯანში გამგზავრების გამო- Helsingin Sanomat