რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში რუსული კომპანია Sitronics Electro-ს გენერალურმა დირექტორმა, ანდრეი გურლენოვმა თქვა, რომ საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ექსპორტირებას აპირებენ.
"ჩვენ გვაქვს ექსპორტის გეგმები. პირველი ეგზემპლარები სომხეთში გადავზიდეთ და დსთ-ს ქვეყნებთან ვმუშაობთ. გვყავს პარტნიორები საქართველოში, ყირგიზეთში - ვემზადებით აქ სადგურების მიწოდებისთვის." - თქვა გურლენოვმა.
Sitronics Electro არის Sitronics Group-ის შვილობილი კომპანია. ამ უკანასკნელს აშშ-ს მიერ სანქცირებული საჯარო სააქციო საზოგადოება სააქციო ფინანსური კორპორაცია "სისტემა" აკონტროლებს. ასევე, სანქცირებულია Sitronic Group-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია, Sitronics KT.