რა არის და რა როლს თამაშობს კომპანიის და ბიზნესის განვითარებაში BPS სერვისები თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“„გრანთ თორნთონ“ საქართველოს BPS მენეჯერმა მაგდა ელისაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით BPS სერვისები (ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებები) ქართულ ბაზარზე სიახლეა, პანდემიის შემდეგ აღმოჩნდა,რომ კონკრეტული სტანდარტული სერვისები ბიზნესისთვის საკმარისი აღარ იყო.

„თუნდაც რომ შევეხოთ ეკონომიკური ინტეგრაციის ფაზებს, ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი დღეს საქართველოში გარდამავალ ფაზაშია და საკნონმდებლო ცვლილებები, იქნება ეს ანგარიშგებებთან მიმართებაში თუ საგადასახადო მიმართულებით, ბიზნეს სუბიექტებს სხვა ვალდებულებას უწესებს და ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ის  სერვისები, რომელიც გვქონდა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ სხვა ფორმატში წარმოვადგინოთ და დავანახოთ ბიზნესს მეტი ღირებულება.“ - აღნიშნა მაგდა ელისაშვილმა.

ამ პორტფელში შემდეგი სერვისები მოიაზრება: ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა, საბუღალტრო ბაზების შემოწმება-აღდგენა, ე,წ, payroll სერვისები - იგივე სახელფასო ადმინისტრირების სერვისი, მენეჯერული  აღრიცხვის  სერვისი და კორპორატიული მომსახურება.

„თუ შევადარებთ ბუღალტრული აღრიცხვის სერვისს და BPS- ის ამ ნაკრებს მთავარი ღირებულება არის იმაში, რომ ბუღალტრული აღრიცხვის დანიშნულება თავის მხრივ როგორც დარგის არის, წარსული მოვლენების აღრიცხვა და მათი შესაბამისობა სტანდარტებთან. თუმცა BPS მოქმედებს აწმყო მდგომარეობაში ბიზნესთან, მისი განვითარების  პარალელურად, რა თქმა უნდა ხელს უწყობს დამფუძნებლებს რომ მეტი დრო დაუთმოს სტრატეგიულ ბიზნესს სტრატეგიულ ანალიზსს ბიზნესის  განვითარების შემდგომი ეტაპებისთვის  და სწორედ ეს მთავარი ღირებულებაა BPS- ის , რაც განაპირობებს იმას, რომ  ჩვენ მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში როცა ბიზნესი ვითარდება ვართ მათ გვერდით და ვითვალისწინებთ იმ გარემო ფაქტორებს რაც შეიძლება ყოველდღიურად იცვლებოდეს.“ - აღნიშნა მაგდა ელისაშვილმა.

როგორი უნდა იყოს გუნდის მიდგომები და  BPS სერვისების მართვის კულტურა?

განსხვავებულია ბიზნეს მოდელი, როგორც ჩვენ ვმუშაობთ BPS მიმართულებით და როგორ იმუშავებდა ცალკე ბუღალტრული განყოფილება. პირველ რიგში როდესაც კომპანია ფინანსებთან და გადასახადებთან დაკავშირებით გადასცემს საკითხს მესამე მხარეს, ჩვენი მთავარი მოვალეობაა, რომ ვიქცეთ მათ ორგანიზაციული სტრუქტურის  რგოლად,  ჩვენი სამუშაო მიდგომა, ინდივიდუალურ მოდელზეა დაფუძნებული, გვაქვს სტანდარტული ჩარჩო  პროცესის მართვის,  ამ შემთხვევაში მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ვიქცეთ ის ჯაჭვი, რომელიც მხარს  დაუჭერს მათ განვითარებას და არა  პირიქით ხელის შემშლელად. ამიტომაც კლიენტის და ჩვენი პარტნიორის  საჭიროებებზეა მორგებული სერვისები, არის პერსონიფიცირებული და არჩევანის თავისუფლება თუნდაც სერვისის მიწოდების ფორმების არის მთლიანად მომხმარებლის მხარეს. შესაძლოა აირჩიოს „ინსორს“  სერვისი, შეიძლება იყოს „აუთსორსი“. არის ინდუსტრიები როდესაც  საჭიროა, რომ კადრი  იყოს  მათ გვერდით, ამიტომ კომუნიკაციების ეს რგოლი იყოს უფრო ეფექტური.

ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი შიდა კომუნიკაციის  სერვისები, ეს არის კოლაბორაციულ  სამუშაო სტილზე აგებული და ეს  არიის  კავშირი  ჩვენ საგადასახადო და იურიდიულ დეპარტამენტთან.

როგორ იზომება კომპანიების მხრიდან კმაყოფილება და მიანიშნებს პროცესის  სისწორეზე და  წარმატებულ მიმდინარეობაზე?

მთავარი კმაყოფილება და მომხმარებლის პოზიტიური განწყობილება იქმნება მომსახურების დროულობით და მოქნილობით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ბიზნეს  დავუბრუნდეთ კონკრეტულ  კითხვაზე  ერთი თვის შემდეგ. ამიტომაც  ჩვენ  გვიწევს, რომ  აწმყო  დროში ვიყოთ მათთან და  ხელი შევუწყოთ, რომ მომავლისთვის იუვნენ მზად. მეორე მნიშვნელოვანი, რაც ასევე ვახსენეთ  არის ინდივიდუალური მიდგომები , ჩვენთვის მთავარია, რომ ჩამოვაყალიბოთ  სტრატეგიული  გრძელვადიანი  ურთიერთობები და მათი წარმატება იქცეს ჩვენ  წარმატებადაც. „გრანთ თორნთონის“ გუდნი არ არის მხოლოდ  ჩვენი თანამშრომლები,  ეს არის  ის პარტნიორი, ვისაც  ვემსახურებით და  ერთ მთლიან ოჯახს ვქმნით.

რამდენად  ხვდებიან კომპანიები, რომ ეს  მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ?

ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის სერვისი უკვე ნაცნობია და გადმოწყობა უფრო მარტივია, თუმცა პარტნიორებთან ვისთანაც მუშაობას ვიწყებთ მათთვის ეს ახალი ხილია , იმიტომ  რომ მათი მთავარი დრო  იხარჯებოდა ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის მოგვარებაზე,  დანერგვაზე, რაც საკმაოდ დიდ  დროსთან არის  დაკავშირებული და  როდესაც  ჩვენ  ვიწყებთ  მათთან  თანამშრომლობას, პირველი  ვიწყებთ რა თქმა უნდა ბიზნეს  პროცესების  დიაგნოსტიკით.

ამ კუთხით ვფიქრობ რომ  მოთხოვნა  იზრდება,  გამოწვევებს  ბიზნეს გარემო  თავად  ქმნის და სახელმწიფოც ამ ეკონომიკური  ინტეგრაციის გზაზე საჭიროებას კიდევ  უფრო  დაინახავენ და ამიტომაც დავიწყეთ  BPS სერვისებზე საუბარი , რომ  ბაზრისთვს  და ჩვენი პოტენციური პარტნირებისთვის  ცნობილი იყოს, რომ არსებობს სერვისი  რომელიც გაძლევს არა მხოლოდ ჩარჩოში მოქცეულ კონკრეტულ სერვისს ,  არამედ ძალიან ბევრ ღირებულებას.

ძირითადად  რა  ტიპის კომპანიები სარგებლბენ  აღნიშნული  სერვისით?

BPS - ის  როლი ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია,  თუნდაც დავიწყოთ  სტარტაპით ,  ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც  თავდაპირველი საწყისი  ხარჯების  სწორად განსაზღვრა და ბიუჯეტის დაგეგმვა, რომ  ჩაეტიოს სწორად იმ ბიუჯეტში, რომ უკუგება კარგი ჰქონდეს, ამიტომაც თავიდანვე პროფესიონალ გუნდთან მუშაობა  გარანტიაა იმისა, რომ უფრო მეტი წარმატება ექნება და  ეს სტარტაპი ფეხს აიდგამს  როგორც ბიზნესი.

ასევე  მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, იმიტომ რომ  ისინი არიან  უფრო  გარდამავალ  ფაზაში ვიდრე პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები, ვინაიდან ,მათ შიდა გუნდის ნაწილში  ჩამოყალიბებული  აქვთ ეს სისტემები უბრალოდ შესაძლოა  სჭირდებოდეთ რეკომენდაციები სტანდარტებთან  შესაბამისობაში

უფრო მეტად მცირე და  საშუალო საწარმოებს გამოვყოფბდი , რომლებსაც სჭირდებათ სხვა ბიზნეს მოდელზე გადასვლა  ვიდრე აქამდე მუშაობდნენ, რაშიც  BPS  ცალსახად დაეხმარებათ.