ქუთაისის თიზ-ში ფეროშენადნობების ქარხანა ნაწილობრივ ამოქმედდა, სრული სიმძლავრით კი მუშაობას სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიწყებს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი როგავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე გადის.

"ეს არის ჩინურ-ბრიტანული კონსორციუმი და დაახლოებით, 5 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ქარხნის სრულად ამოქმედების შემდეგაც პროდუქციის 100%-ი  ექსპორტზე გავა. ამჟამად, პროდუქციას სატესტო რეჟიმში აწარმოებენ", - აცხადებს გიორგი როგავა.

როგორც ცნობილია ფეროშენადნობების თანამედროვე ქარხანა ქუთაისის თიზ-ში, დაახლოებით, 7 000 კვ.მეტრის ფართობზეა აშენებული. 

ცნობისთვის, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით გაიხსნა. ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.

bp.ge