საქართველოში იმყოფებიან მსოფლიოში ცემენტის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც “ჰანიველ ცემენტის” თანამფლობელობით არიან დაინტერესებულები, - ამის შესახებ "ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
თუმცა მას არ დააკონკრეტა, რომელ კომპანიას გულისხმობდა.
“თუ ეს მოხდა, ჩვენს კომპანიას ეს კიდევ უფრო სხვა დონეზე გადაიყვანს”, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, დღეს კასპში, "ჰანიველ ცენტრის" ახალი $70-მილიონიანი პროექტის პრეზენტაციაზე გაიმართა. პროექტი კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.