ბარბის უახლესი აქსუსუარი არც ხელჩანთა გახლავთ და არც პატარა ლეკვი, გლუკოზის მონიტორინგის ხელსაწყოა, რომელსაც მილიონობით ბავშვი ატარებს მსოფლიოში. მოკლედ, ამბავი ასეთია: Mattel-მა პირველი ტიპის დიაბეტის მქონე თოჯინა გამოუშვა ე. წ. ინსულინის ტუმბოთი და CGM-ით. მიზანი კი იმის ასახვაა, თუ როგორ ცხოვრობენ ამ მდგომარეობის მქონე ბავშვები…
თოჯინას ცისფერკოპლიანი კაბა აცვია, რაც დიაბეტის შესახებ ცნობიერების უნივერსალური სიმბოლოა და მის ხელში პატარა ჩანთასაც დაინახავთ, რომელშიც საჭირო ნივთები, სნექები და გლოკოზის ტაბლეტები უდევს. ხოლო გულის ფორმის CGM პატჩი და შესაფერისი სმარტფონი ეკრანით სისხლში შაქრის დონის მონიტორინგის აპლიკაციაა — ასე კი უკვე ის რეალური ხელსაწყოები ასახეს, რომლებსაც პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ახალგაზრდა პაციენტები მიმართავენ. სამედიცინო დეტალების სიზუსტისთვის კი Mattel მჭიდროდ თანამშრომლობდა Breakthrough T1D-სთან.
აღნიშნული ორგანიზაციის CEO თავად პირველი ჯგუფის დიაბეტითაა დაავადებული და პროექტს დადებითად აფასებს, სწორედ მისი კომპანია დაეხმარა მატელს დიაბეტის ცოცხალი გამოცდილების დიზაინში გადატანაში ისე, რომ ბავშვების რეალობაც კარგად აესახათ.
რაღა თქმა უნდა, ეს ბარბის ინკლუზიური სამყაროსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია — მანამდე კი თოჯინები სმენის აპარატით, ვიტილიგოთ, დაუნის სინდრომით, მხედველობის დაქვეითებითა და კიდურების პრობლემებით შემოგვთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ Mattel-მა პირველი ტიპის დიაბეტის მქონე თოჯინების დიზაინი რეალური ადამიანების ვიზუალებით შექმნა, რომლებიც ამ საკითხის ადვოკატები არიან, მათ შორის Peloton-ის რობინ არზონი და მოდელი ლილა მოსი.
ბარბის თოჯინები უკვე ხელმისაწვდომია Walmart-სა და Amazon-ზე, ფასი კი 10.99 დოლარია.