Kursi.ge-მ ოფიციალურად მიიღო ეროვნული ბანკის ლიცენზია და გახდა პირველი კომპანია ქვეყანაში, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ ვალუტის კონვერტაციის სერვისს ლიცენზირებულად სთავაზობს.

ეს ნაბიჯი არა მხოლოდ Kursi.ge-ის გუნდის დიდი მიღწევაა-ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი საქართველოს ფინტექ ინდუსტრიაში.

ერთი წლის განმავლობაში, სანამ რეგულაცია ამოქმედდებოდა, კომპანიის კონცეფცია ეროვნული ბანკის სენდბოქსის ფარგლებში გამოიცადა. ამ დროის განმავლობაში:

  • ge-მ მოიპოვა 100 000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა
  • განახორციელა 3 მილიარდ ლარზე მეტი კონვერტაცია
  • მომხმარებლებს 15 მილიონ ლარზე მეტი დაუზოგა

ამით შეიქმნა სრულიად ახალი ბიზნესკატეგორია-ონლაინ სავალუტო კონვერტაცია, რომლის ლიცენზირებაც პირველად სწორედ Kursi.ge-მ მიიღო.

ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი კომპანიის გამარჯვება. ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა მთელი ბაზრისთვის-რეგულირებული გარემოს ფარგლებში კონკურენცია გაიზრდება, სერვისები გახდება უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი და კიდევ მეტი ადამიანი შეძლებს თანხის დაზოგვას სავალუტო კონვერტაციისას.