საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაარსებულმა ენერგეტიკის სასწავლოცენტრმა მიმდინარე წელს წარმატებით განახორციელა ტრენინგ–კურსები: „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“; „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორებში“. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასწავლო კურსების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„შეხვედრისას კურსდამთავრებულებმა სასწავლო კურსები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ტრენინგებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ცოდნა ენერგეტიკის რეგულირების სამართლებრივ და ეკონომიკურ ასპექტებზე, ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესზე, სატარიფო პოლიტიკასა და ენერგოსისტემის მუშაობის ძირითად პრინციპებზე.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი განაგრძობს პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სფეროს სპეციალისტებისთვის აქტუალური თემების შესახებ ტრენინგების ჩატარებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.