სადაზღვევო კომპანია ალდაგში ქეშბექ აქცია გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც 15 დეკმებრამდე ტოიოტა ქემრის ან ტოიოტა რავ 4-ის მოდელის ავტომობილებს ალდაგში დააზღვევენ, 25%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
აქციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ორი ან სამი თვის პრემია მომენტალურად დაიბრუნოს უკან, და ერთი წლის მაგივრად, ცხრა თვის თანხა გადაიხადოს.
“ეს იყო ქეშბექის პირველი პრეცედენტი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე და მოხარული ვართ, რომ ამ ინოვაციურმა პროექტმა გაამართლა. ალდაგში, ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ და დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, შეთავაზების ვადები გავახანგრძლივეთ და მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ახალ მომხმარებელს, რომელსაც ჰყავს ტოიოტას მარკის ავტომობილი,” - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.