ცნობილი საათების ბრენდი Tsikolia’s Watches-ს მაღაზია დღეს დილით გაძარცვეს. ძარცვის ვიდეომასალა თავად ზვიად ციკოლიამ პირად გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ვიდეოში ჩანს მძარცველები არასრულწლოვნები იყვნენ.
"თქვენი უცხოელი "ღმერთების" და თქვენი ძალად ჰუმანურობის დედაც...! არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს?
ეს ჩვენი ბუტიკია დღეს დილით" — წერს ზვიად ციკოლია.
„კომერსანტი“ ბრენდის გეგმებსა და სიახლეებს ხშირად აშუქებდა.
ცოტა ხნის წინ, დიზაინერმა Tsikolia Watches-ის მამაკაცისა და ქალის ახალი Seven-ის ვერსიები გაასაჯაროვა.
მამაკაცის Seven-ი ბრენდის ყველაზე ძვირადღირებული საათია და მისი ფასი 1000 დოლარამდე იქნება.
Tsikolia Watches“ 2020 წლის ბოლომდე საათების ხუთ ახალ მოდელის გამოშვებას აპირებს.