ვის უშლის ხელს ანაკლიის პორტი

ვის უშლის ხელს ანაკლიის პორტი

access_time2021-10-09 12:00:26

ლოგისტიკის ექსპერტების მტკიცებით, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს. როგორც ჩანს, ამ შესაძლებლობას ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მაქსიმალურად იყენებს და ამჯერად ოლიის და ასტრახანის ნავსადგურების სიმძლავრეების გაზრდაზე აქტიურად მუშაობს. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში "კომერსანტს" უხსნიან, ამით რუსეთი ცდილობს, ყაზახური და თურქმენული ნავთობნაკადის და საკონტეინერო ტვირთების სრულად მიმართვას ვოლგა-დონისსარხის დანიშნულებით და, თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ რუსეთი პარალელურად ამუშავებს, ვოლგა - დონის სამდინარო არხის მთელი წლის განმავლობაში სამდინაროდ გადაქცევას (სადღეისოდ ზამთრის პერიოდში ნაოსნობა შეჩერებულია), სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ამტკიცებენ, რომ ახლო პერსპექტივაში, რუსეთი სრულად დაეუფლება ცენტრალური აზიის ტვირთნაკადს და ფაქტიურად უფუნქციოდ დატოვებს საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს, პირველ რიგში, რკინიგზასა და ნავსადგურებს.

"ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის გაურკვეველი ვადით გადავადების პარალელურად, რუსეთი დროს არ კარგავს და გეგმაზომიერად ავითარებს კასპიის ზღვის ჩრდილოეთით, არსებული მცირე სიმძლავრეების მქონე ოლიიის და მახაჩკალის ნავსადგურებს. რუსეთის ორივე ნავსადგური ვოლგა დონის სამდინარო არხით უკავშირდება შავ ზღვას და შემდგომ ევროპულ ნაწილს, კასპიის ზღვაზე კი აზერბაიჯანს, თურქმენეთს და ყაზახეთს. ოლიის და მახაჩკალის ნავსადგურები, კასპიის ჩრდილოეთით, ვოლგადონის დელტაში არიან განლაგებულნი და მცირე ტონაჟიანი გემებით, რეგულარულ გადაზიდვებს ახორციელებენ აზერბაიჯანის, თურქმენეთის და ყაზახეთის ნავსადგურებთან. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმდინარე წლის სექტემბრის განკარგულებით, კასპიის ზღვის ჩრდილოეთით გაიცა ნებართვა ოლიის და მახაჩკალის ნავსადგურების განვითარების შესახებ. გამოიყო სათანადო ინვესტიციები და განისაზღვრა პროექტის განმახორციელებელი კონტრაქტორი კომპანია. პროექტით გათვალისწინებულია ოლიის ნავსადგურში თანამედროვე საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა და 2030 წლისათვის ნავსადგურის გამტარუნარიანობის 8 მლნ. ტონამდე გაზრდა. ასტრახანის ნავსადგურში, რომელიც ძირითადად აქცენტირებულია ნავთოპროდუქტების გადამუშავებაზე, გათვალისიწნებულია 13 000 ტონა ტვირთამწეობის გემების დაუბრკოლებლივ მისაღებად. ხოლო სანავთობო შესანახი სიმძლავრეების 4 მლნ.ტონამდე გაზრდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებით, კერძოდ, ოლიის და ასტრახანის ნავსადგურების სიმძლავრეების გაზრდით, რუსეთი ცდილობს, ყაზახური და თურქმენული ნავთობნაკადის და საკონტეინერო ტვირთების სრულად მიმართვას ვოლგადონი სარხის დანიშნულებით, თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ რუსეთი პარალელურად ამუშავებს, ვოლგა - დონის სამდინარო არხის მთელი წლის განმავლობაში სამდინაროდ გადაქცევას (სადღეისოდ ზამთრის პერიოდში ნაოსნობა შეჩერებულია), ახლო პერსპექტივაში შესაძლებელია რუსეთი სრულად დაეუფლო სცენტრალური აზიის ტვირთნაკადს და ფაქტიურად უფუნქციოდ დატოვოს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი, პირველ რიგში რკინიგზა და ნავსადგურები," - უხსნის "კომერსანტს" საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი. მისი მტკიცებით, რუსეთმა აგრესიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოლიტიკით მოახერხა ტვირთი აერთვა ბალტიისპირა ქვეყნებისთვის და ექსპერტი დარწმუნებულია, საქართველოს შემთხვევაში, ეს სულაც არ გაუჭირდება, მით უფრო, იმ პირობებში, როცა სატრაბსპორტო-ლოგისტიკური პოლიტიკა ქვეყანაში ინერტულია.

"რუსეთის გეგმაზომიერი ქმედებები, ახალი არ არის, კერძოდ, ბალტიის ზღვაზე რუსეთმა საკუთარ ნავსადგურებში, სანქპეტერბურში, კალინინიგრადში, ვისოცკში, უსტ-ლუგაში, ახალი სიმძლავრეების შექმნით, პრაქტიკულად დააკარგვინა ბალტიის ნავსადგურებს და მათ რკინიგზებს ტვირთები, ადვილი წარმოსადგენია, რომ პერსპექტივაში ასეთ პირობებში, როდესაც, საქართველოში გაურკვეველი ვადით, გაჩერებულია ანააკლის პროექტი, ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდეს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუსეთი მაქსიმალურად დაინტერესებულია, (მისი საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია), საქართველოში სატრანსპორტო აქტივების გაუფასურებით, რადგანაც ტვირთების არარსებობის და ინფრასტრუქტურის დაუტვირთაობის პირობებში, მცირე ფინანსებით იქნება შესაძლებელი დაეუფლო, ამა თუ იმ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, როდესაც შენი კონკურენტი მაქსიმალურად ავითარებს სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ინფრასტრუქტურას, შენ კი, ინერტულ მდგომარეობაში ხარ, პირველ რიგში, ქვეითდება შენი კონკურენტუნარიანობა და ირიბად, ავტომატიურად ექცევი მისი ნეგატიური, გადაწყვეტილებების ზეგავლენის ქვეშ,"  - გვეუბნება ექსპერტი. 

2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტიდან  ირკევა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მომავალ წელს გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარების ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი. 

შეგახსენებთ ანაკლიის პორტის მშენებლობის მოკლე რაკურსს: მიმდინარე წლის მაისში გაირკვა, რომ ანაკლიის პორტის ტვირთნაკადების პროგნოზსა და ბიზნეს მოდელს MTBS-ი განაახლებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტიც გააფორმა ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.).


ის, რომ ანაკლიის პორტისთვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას არჩევდნენ, ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს ითქვა. მაშინვე დაანონსდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე კონკურსი 2021 წლის პირველ ნახევარში გამოცხადდებოდა.



ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა. თუმცა . ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, თუმცა2020 წლის 9 იანვარს მთავრობამ მას ხელშეკრულება შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყო.


2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული. ანუ  ანაკლიის პორტი კვლავ მთავრობის პრიორიტეტებში სახელდება.  2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.


რა დანაკლისია საქართველოსთვის ანაკლიის პორტის არქონა, ნახეთ აქ. 


ავტორი: ბელა გელაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up