ვინ აანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს?

ვინ აანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს?

access_time2022-05-12 13:00:36

უკრაინისთვის ომით მიყენებულმა ზარალმა უკვე $600 მლრდ-ს გადააჭარბა, ზოგი დათვლით $1 ტრლნ-საც. ვინ უნდა აანაზღაუროს დანაკარგი? ერთ-ერთ ვერსიად გაყინული $300 მლრდ-იანი რუსული რეზერვები განიხილება, თუმცა ის საკმარისი არ იქნება.

 

ბოროდიანკაში ომამდე სულ 13 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ასეთ პატარა ქალაქშიც კი 397 შენობა დაბომბვებისგან სრულად განადგურდა. 888 მნიშვნელოვნად დაზიანდა. ბოროდიონკა ერთადერთი არაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ქალაქში მდგომარეობა უფრო მძიმეა.

 

Financial Times-ის ინფორმაციით გზების აღდგენას $30 მლრდ დასჭირდება, საცხოვრებელი შენობების ასევე $30 მლრდ, ქარხნებისთვის $10 მლრდ უნდა გამოიყოს, აეროპორტებისთვის - $7 მლრდ, სარკინიგზო სადგურებისთვის $3.6 მლრდ, ჯანდაცვის ცენტრებისთვის $1.8 მლრდ, ხიდებისთვის $1.8 მლრდ და სკოლებისთვის $1.2 მლრდ. განადგურებული ავტომობილების ღირებულება $1.7 მლრდ-ს შეადგენს. მსოფლიოს უდიდესი სატვირთო თვითმფრინავის An 225 Mriya-ის $300 მლნ-ს.

 

განადგურებული შენობებისა თუ სხვა ინფრასტრუქტურის ღირებულებათა ჯამი მთლიან ზარალს არ უდრის. მას გაჩერებული ბიზნესი და გაყინული საინვესტიციო გარემოც უნდა დაემატოს.

 

სხვადასხვა სიხშირით სარაკეტო და საავიაციო დარტყმები მთელს უკრაინაში გრძელდება, ქალაქების ნაწილი ისევ ოკუპირებულია, რის გამოც ზარალის სრულად აღწერა ვერ ხერხდება.

 


როდის დასრულდება ომი და რა შედეგით ეს ჯერ არავინ იცის. უცნობია ისიც თუ რა მოხდება შემდეგ. კიევი ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის იბრძვის. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, კანდიდატის სტატუსიც კი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს, მაგრამ ომამდელი მდგომარეობის აღდგენისთვის მხოლოდ ეს ნაბიჯი აბსოლუტურად არასაკმარისია.

 

მოსკოვი ვაშინგტონს $300 მლრდ-ის გაყინვისთვის საკუთრების უფლების ხელყოფაში ადანაშაულებს, თუმცა იმას აღარ განმარტავს თავად რატომ გაუნადგურა საკუთრება მარიუპოლის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, ხერსონის, ბუჩას, ვოლოოვახას, ირპენის, ხარკივის, კიევის, ლვივისა და სხვა ქალაქებისა თუ სოფლების მაცხოვრებლებს. მაგრამ რეალურად გენოციდის მომწყობი სახელმწიფოსგან საკუთრების უფლების დარღვევის გამო გაკვირვება ლოგიკურიც არ იქნებოდა.

 

81 წლის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლენდ-ლიზის კანონს უკვე მეორედ მოაწერა ხელი. რვა ათეული წლის წინ ამერიკული დახმარებით საბჭოთა კავშირსა და ევროპას ნაცისტური გერმანიის დამარცხება გაუმარტივდათ. ლენდ-ლიზი ერთადერთი არ ყოფილა რაშიც ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფული დაიხარჯა, ომის დასულების შემდეგ მას მარშალის გეგმა მოჰყვა, რაზედაც 1947 წელს $13 მლრდ, დღევანდელი კურსით $168 მლრდ გამოიყო. ლენდ-ლიზის მსგავსად დახმარება მოსკოვსაც შესთავაზეს, მაგრამ სტალინმა გეგმა უარყო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც უარი ათქმევინა.

 

მარშალის გეგმამ ევროპის ქვეყნების აღდგენა მნიშვნელოვნად დააჩქარა, მას მეორე დატვირთვაც ჰქონდა, არსებობდა საფრთხე, რომ სიღარიბის გამო მოსახლეობაში კომუნისტური იდეები გახდებოდა პოპულარული. მასშტაბური ფინანსური დახმარების შედეგად ეს საფრთხეც აღმოიფხვრა.

 

უკრაინა ომამდეც ღარიბი სახელმწიფო იყო. მსოფლიო ბანკის პროგნოზით მიმდინარე წელს მისი ეკონომიკა დაახლოებით 45%-ით შემცირდება, იმდენივეთი რამდენითაც საქართველოს ეკონომიკა შემცირდა 1992 წელს. სწრაფი და მასშტაბური ეკონომიკური დახმარების გარეშე უკრაინისთვის ხელახალი ინტერვენციის რისკის საფრთხე იზრდება. სიღარიბის ზრდა გარდაუვალი იქნება და თითქმის გარდაუვალი კრიმინალის ზრდაც.

 

იმის გამო რომ ომი ისევ გრძელდება, ჯერ რაიმეს აღდგენაზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა ლაპარაკი ზედმეტია. მიმდინარე დახმარებები ძირითადად ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს. ახლა პირველი რიგის ამოცანა შეიარაღების მიწოდების ზრდა და რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს გამოცხადებაა. სანქციები რუსეთის ეკონომიკას მართალია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი მაინც ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმა იქნება. პუტინი ომის მანქანას სწორედ ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლით აფინანსებს.


გიორგი ელიზბარაშვილი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up