ლენდ-ლიზით უკრაინა ბირთვულის გარდა ყველა ტიპის შეიარაღების მიღებას შეძლებს

ლენდ-ლიზით უკრაინა ბირთვულის გარდა ყველა ტიპის შეიარაღების მიღებას შეძლებს

access_time2022-05-10 16:00:15

სენატისა და კონგრესის მხარდაჭერის შემდეგ, 9 მაისს, უკრაინის დასახმარებლად ლენ-ლიზის კანონს ხელი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მოაწერა. 81 წლის წინ პირველმა ლენდ-ლიზმა მძიმე მდგომარეობაში მყოფ საბჭოთა კავშირს სულის მოთქმის საშუალება მისცა. ახლა იგივე კანონი უკვე მოსკოვის წინააღმდეგაა მიმართული. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორ ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, კიევმა თეორიულად ბირთვულის გარდა, შეიძლება სხვა ყველა სახის შეიარაღება მიიღოს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


როგორც ირაკლი ალადაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტა. ახალი კანონი შტატებს სამხედრო დახმარების ზრდის საშუალებას აძლევს, თუმცა არსებობს ტექნიკური პრობლემებიც რაც ტექნიკის ათვისებასთანაა დაკავშირებული. ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის, ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერის ან თუნდაც ბუქსირებადი M777 ჰაუბიცის მართვის შესწავლა ბევრად უფრო იოლია ვიდრე აბრამსის ტიპის ტანკის, ყველაზე რთული კი მაინც, განსხვავებული სისტემის გამო საბჭოთა МиГ-ებიდან ამერიკულ F16-ებზე გადასვლა იქნება, რის გამოც აშშ მოკავშირე სახელმწიფოებიდან რუსული წარმოების ავიაციის შესყიდვას ან გადაცვლას ცდილობს.


გადასაცემი შეიარაღების სრული ჩამონათვალი ჯერ ცნობილი არ არის. ირაკლი ალადაშვილის შეფასებით Abrams-ის ტიპის ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების Bradley-ების გადაცემა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა თუ ომი გაგრძელდა, რისი ალბათობაც მაღალია შეიძლება ეს ვარიანტიც იქნას განხილული, ახლა კი საუბარი 200 ერთეულ M113 ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემაზე მიდის.



ბირთვულის გარდა, კიდევ ერთი საერთაშორისო შეზღუდვა სარაკეტო შეიარაღების კუთხით არსებობს, ოღონდ ამ შემთხვევაში სრული აკრძალვის ნაცვლად 300 კმ-ის რადიუსის ლიმიტი მოქმედებს, ანუ ვაშინგტონს კიევისთვის სარაკეტო შეიარაღების გადაცემაც შეეძლება, მაგრამ მისი მოქმედების რადიუსი 300 კმ-ით იქნება შემოსაზღვრული.


კრემლი დღეს პირველი ლენდ-ლიზის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს. სინამდვილეში დახმარების მოცულობა $11.3 მლრდ-ს შეადგენდა, რაც დღევანდელი კურსით $220 მლრდ-ს უტოლდება. რა დახმარება მიიღო მაშინ საბჭოთა კავშირმა ამერიკისგან:


1) 13 000 ტანკი;
2) 14 000 თვითმფრინავი;
3) 400 000 ჯიპი და სატვირთო;
4) 8 000 ტრაქტორი;
5) 35 000 მოტოციკლი;
6) 1981 ლოკომოტივი;
7) 11 200 სარკინიგზო ვაგონი;
8) 620 000 ტონა რელსი;
9) 522 მლნ მსხვილკალიბრიანი ვაზნა;
10) 603 მლნ შაშხანის ვაზნა;
11) 3 მლნ ჭურვი წვრილკალიბრიანი ქვემეხებისთვის;
12) 18 მლნ ჭურვი მსხვილკალიბრიანი ქვემეხებისთვის;
13) 107 000 ტონა ბამბა;
14) 1.5 მლნ საბანი;
15) 2.7 მლნ ტონა ნავთობპროდუქტი;
16) 15 მლნ წყვილი სამხედრო ჩექმა;
17) 4.5 მლნ ტონა საკვები;
18) სხვადასხვა მოცულობის: ეთილის სპირტი, ანტიფრიზი, კობალტი, ნიკელი, ვოლფრამი, თუთია, ცეზიუმი, კადმიუმი, ბერილიუმი... ასევე მედიკამენტები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა.


კიდევ ერთი დეტალი. პერიოდულად მოსკოვი იმისაც აცხადებს, რომ რომ დასავლეთმა გერმანიასთან ომი მხოლოდ მაშინ დაიწყო რაც საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში დარწმუნდა. სინამდვილეში ლენდ-ლიზის პროგრამა საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე 3 თვით ადრე 1941 წლის 11 მარტს ამოქმედდა და მაშინ როცა მოსკოვი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით მიღებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმს ამტკიცებდა, ბრიტანეთი გერმანიასთან სისხლისმღვრელ ომში იყო ჩაბმული.


რა შედეგი ექნება ახალ ლენ-ლიზს დრო აჩვენებს. კრემლის გეგმა ლენდ-ლიზამდეც ჩავარდა. მან არათუ კიევი 2.5 თვეში აზოვსტალიც კი ვერ აიღო. უკრაინამ მტრის შეკავება შეძლო. დეოკუპაციას სხვა ტიპის შეიარაღება სჭირდება, ლენდ-ლიზი ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საუკეთესო საშუალება აღმოჩნდეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up