ვაქცინაცია რეგიონების მიხედვით: აცრების ნახევარზე მეტი თბილისში ჩატარდა

ვაქცინაცია რეგიონების მიხედვით: აცრების ნახევარზე მეტი თბილისში ჩატარდა

access_time2021-09-15 14:00:05

12 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში სრულად აცრილ პირთა რაოდენობამ 605 ათასს მიაღწია. რაც მთელი მოსახლეობის 16.4%-ის ტოლია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, აცრების ნახევარზე მეტი თბილისში ჩატარდა. მეორე ადგილს აჭარა იკავებს.


თბილისში 2 დოზით 328 ათასი ადამიანი აიცრა, აჭარაში - 70 ათასი, იმერეთში - 60 ათასი, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 35 ათასი, შიდა ქართლში - 28 ათასი, კახეთში - 24 ათასი, ქვემო ქართლში - 18 ათასი, გურიაში - 14 ათასი, მცხეთა-მთიანეთში 11 ათასი, სამცხე-ჯავახეთში 9 ათასი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 5 თასი. წილობრივად თბილისზე 54.3% მოდის, აჭარაზე 11.9% რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე მხოლოდ 0.8%.


მცირედით განსხვავებული ვითარებაა 1 დოზით აცრილ პირთა განაწილების მხრივ. დომინანტი ამ შემთხვევაშიც თბილისია. 902 ათასი ადამიანიდან 447 ათასი მინიმუმ 1 დოზით დედაქალაქში აიცრა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს 49.6%-ის ტოლია. 5%-იანი სხვაობის მიზეზი სავარაუდოდ რეგიონებში გააქტიურებული ვაქცინაციის პროცესია.




თბილისში ოფიციალურად 1.2 მლნ ადამიანი ცხოვრობს - ქვეყნის მოსახლეობის 32%, მაგრამ ძალიან მაღალი შიდა მიგრაციის გამო, დედაქალაქის რეალური მოსახლეობა გაცილებით მეტია და სინამდვილეში ყოველი მეორე ადამიანის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი თბილისია, რაც ვაქცინის ამგვარი განაწილების სტატისტიკის მიზეზს ხსნის.



ბოლო განახლებული, თუმცა რეგიონების მიხედვით ჩაუშლელი ინფორმაციით, 15 სექტემბრის მდგომარეობით სრულად აცრილ პირთა რაოდენობა 641 352-ს შეადგენს - ქვეყნის სრული მოსახლეობის 17.3%-ს (მოზრდილების 22.5%-ს) მინიმუმ 1 დოზით აცრილ პირთა რიცხვი კი - 919 876-ს, მოსახლეობის 24.9%-ს (მოზრდილების 32.2%-ს). ქვეყანაში სულ 1 561 228 აცრაა ჩატარებული.


ვაქცინა ინფიცირების რისკს მეტ-ნაკლებად, გართულების რისკს მკვეთრად, გარდაცვალების რისკს კი თითქმის ნულამდე ამცირებს. საქართველოში კოვიდით გარდაცვლილი 8287 ადამიანიდან 2 დოზით აცრილი მხოლოდ 3 იყო, ანუ 0.036%. სხვანაირად კოვიდით გარდაცვლილი ყოველი 2762 ადამიანიდან სრულად აცრილი მხოლოდ 1 იყო.


ისრაელის, ბრიტანეთის, ესპანეთის, იტალიის, დანიის, შვედეთის მაგალითები აჩვენებს, რომ ვაქცინა მუშაობს. ივნის-აგვისტოში ისრაელში კოვიდით 227 000 ადამიანი ინფიცირდა და 631 გარდაიცვალა, საქართველოში კი 206 ათასი ინფიცირებულიდან 4-ჯერ მეტი 2635 ადამიანი დაიღუპა. ვაქცინამ მხოლოდ 3 თვეში მსოფლიო მასშტაბით 200 000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.


იმისთვის რომ ვაქცინამ არამხოლოდ აცრილ პირებზე მთელ ქვეყანაზეც იმუშაოს, მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის, უკეთეს შემთხვევაში 70%-ის 2 დოზით აცრაა საჭირო. დღეის მდგომარეობით სულ 1.5 მლნ აცრაა ჩატარებული და კიდევ მინიმუმ 3 მლნ აცრაა ჩასატარებელი. არსებული ტემპით დამატებით 3 მლნ აცრა, მხოლოდ დეკემბრის ბოლოსთვის მოხერხდება.


პირბადისგან განსხვავებით აცრა ნებაყოფლობითია. არის საუბრები, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის: ექიმებისთვის და მასწავლებლებისთვის ვაქცინა სავალდებულო გახდეს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.


ვაქცინის წასახალისებლად 13 სექტემბრიდან ლატარიაც ამოქმედდა. ყოველდღიურად 10-ჯერ 500 და 150-ჯერ 100 ლარი გათამაშდება, რასაც ყოველკვირეული 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარიანი გათამაშებებიც დაემატება. მთავარი პრიზის 100 000 ლარის მფლობელი კი 31 დეკემბერს გამოვლინდება. ლატარიის წესების გაცნობა და მოგების გადამოწმება მოცემულ საიტზეა შესაძლებელი.


გიორგი ელიზბარაშვილი




ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი
access_time2021-09-25 10:00:51
გასულ კვირაში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. თბილისის მთავრობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას მესამედ ცდილობს. ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ყველაზე მაღალი 13.5 მლნ ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები ხელშეკრულების...


მსგავსი სიახლეები

up