კოვიდ ვაქცინამ ბოლო 3 თვეში 200 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს

კოვიდ ვაქცინამ ბოლო 3 თვეში 200 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს

access_time2021-09-03 11:00:57

მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით, საქართველო კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში, ბოლო კვირებში, პირველ ადგილზეა. ჯამურადაც უკვე გაასწრო ესპანეთსა და საფრანგეთს, ქვეყნებს სადაც გასულ წელს უმძიმესი ვითარება იყო.



მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის კოეფიციენტი - 1.35%, მსოფლიო საშუალოზე - 2.07%-ზე დაბალია, სხვაობა ყოველდღიურად მცირდება. მსოფლიო ყოველი 1000 ინფიცირებულიდან გარდაცვლილთა რაოდენობას ამცირებს, საქართველო ვერა.



2 სექტემბრის მდგომარეობით, ვაქცინის მინიმუმ 1 დოზით მსოფლიოში მოსახლეობის 39.6%-ა აცრილი, საქართველოში - 22%. ბოლო 3 თვეში ვაქცინამ მსოფლიოში 200 000 ადამიანის სიკვდილს გადაარჩინა. ვაქცინამ საქართველოშიც იმუშავა, მაგრამ უფრო დაბალი ეფექტიანობით.



ძალიან მკაცრი და ეკონომიკის დამანგრეველი რეგულაციების ხარჯზე, საქართველო პანდემიის პირველ ტალღას მინიმალური დანაკარგით გაუმკლავდა. 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით დადასტურებულ ინფიცირებულთა რაოდენობა 1487-ს შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი 19-ს, სიკვდილიანობის კოეფიციენტი - 1.28%-ს. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოში ყოველი 1 მლნ-დან 401 ადამიანი იყო ინფიცირებული და 5 გარდაცვლილი. ამ დროს მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მლნ-დან 3350-ს შეადგენდა, გარდაცვლილთა რიცხვი 1 მლნ-დან 121-ს, ხოლო სიკვდილიანობის კოეფიციენტი - 3.61%-ს.



საქართველოში მდგომარეობა უარესობისკენ 2020 წლის სექტემბრიდან შეიცვალა, ნოემბერ-დეკემბერში კი დღიურად უკვე 3-ჯერ მეტი ადამიანი ინფიცირდებოდა და იღუპებოდა, ვიდრე პირველ 6 თვეში.



დეკემბრის ბოლოდან მსოფლიო კოვიდის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო და განვითარებულ ქვეყნებს უკვე ივნისამდე მოსახლეობის 60% სრულად ჰყავდა აცრილი. საქართველოში ვაქცინამ 15 მარტს შემოაღწია, 18 წლიდან ხელმისაწვდომი მაისიდან გახდა და მასობრივი ვაქცინაცია კი მხოლოდ აგვისტოდან დაიწყო.


ვაქცინა დღემდე კოვიდის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება, 2 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში 7563 გარდაცვლილიდან სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 1 იყო, რაც 0.013%-ს ნიშნავს. ვაქცინას ინფიცირებულთა რაოდენობა დიდად არ შეუმცირებია, მაგრამ სიკვდილიანობა ყველგან მკვეთრად შეამცირა.




მსოფლიოში ბოლო 1 წელიწადში სიკვდილიანობის კოეფიციენტი, თითქმის განახევრდა, საქართველოში მცირედით გაიზარდა კიდეც. თუ სტატისტიკას 2021 წლის ივნისამდე და ივნისის შემდეგ ახალი შემთხვევებიდან დავითვლით სხვაობა უფრო შესამჩნევი გახდება.



31 მაისის მდგომარეობით საქართველოში 344 000 ინფიცირებულიდან 4773 გარდაცვლილი იყო და სიკვდილიანობის კოეფიციენტი 1.39%-ს აღწევდა. 1-ლი ივნისიდან 1-ელ სექტემბრამდე, 3 თვეში, ინფიცირებულთა რაოდენობა 206 ათასით, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2635-ით გაიზარდა. სიკვდილიანობის კოეფიციენტმა 1.28% შეადგინა. წინა პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა, მაგრამ მცირედით, თუმცა ამ მცირედმაც 228 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 1.39%-იანი სიკვდილიანობის პირობებში კოვიდით ზაფხულში 2863 ადამიანი დაიღუპებოდა. დანარჩენ მსოფლიოში ეპიდვითარება ბევრად უფრო მკვეთრად გაუმჯობესდა.


31 მაისის მდგომარეობით მსოფლიოში სულ ინფიცირების 171 მლნ და გარდაცვალების 3.7 მლნ შემთხვევა ფიქსირდებოდა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 2.16%-ს შეადგენდა. მთელი ზაფხული განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა გლობალურად 48 მლნ-ით, მსხვერპლი კი 820 ათასით გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან სიკვდილიანობის კოეფიციენტი 1.74%-მდე შემცირდა, რაც თავის მხრივ 200 000-ზე მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. საქართველოშიც რომ სიკვდილიანობა იმავე პროპორციით შემცირებულიყო დამატებით 328 ადამიანი გადარჩებოდა.



ცალკეულ ქვეყნებში, იქ სადაც ვაქცინაციამ წარმატებით ჩაიარა, სიკვდილიანობა ბევრად უფრო მკვეთრად შემცირდა. ისრაელში 31 მაისის მდგომარეობით 839 ათასი ინფიცირებულიდან გარდაცვლილი 6412 იყო. ზაფხულში ინფიცირებულთა რაოდენობა 227 ათასით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 631-ით გაიზარდა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი შესაბამისად 0.76%-დან 0.28%-მდე შემცირდა.



იგივე მაჩვენებელი ბრიტანეთში კიდევ უფრო მკვეთრად – 2.85%-დან 0.21%-მდე შემცირდა. 3 თვეში 2.3 მლნ ინფიცირებულიდან სულ გარდაცვალების 4717 შემთხვევა დაფიქსირდა.



საფრანგეთში ივნისამდე სიკვდილიანობა 1.93%-ს შეადგენდა, შემდგომ პერიოდში - 0.45%-ს. აშშ-ში სიკვდილიანობის კოეფიციენტი 1.79%-დან 0.60%-მდე შემცირდა. შვედეთში, რომელსაც რეგულაციების არ დაწესების გამო მთელი მსოფლიო აკრიტიკებდა და ადამიანების უფლებების დაცვას უწუნებდა, 1.35%-დან 0.23%-მდე შემცირდა. ახლა საქართველო სიკვდილიანობის მთლიან მაჩვენებელში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 25-ე ადგილზეა, შვედეთი მე-40–ზე. ესპანეთში, სადაც 1 წლის წინ უმძიმესი ვითარება იყო, სიკვდილიანობის კოეფიციენტი 2.17%-დან 0.38%-მდე, იტალიაში 2.99%-დან 0.96%-მდე შემცირდა. დანიაში, სადაც პირბადის კეთების ვალდებულება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი გააუქმეს 0.89%-დან 0.11%. ზაფხულის სამ თვეში ამ ქვეყანაში 64 ათასზე მეტი ინფიცირებულიდან მხოლოდ 68 ადამიანი გარდაიცვალა.



მსგავსი პოზიტიური დინამიკა ყველგან არ შეიმჩნევა. ბრაზილიაში 1-ელ ივნისამდე სიკვდილიანობის კოეფიციენტი 2.79%-ს შეადგინა, 1-ლი ივნისის შემდეგ 2.80%-ს, ინდონეზიაში შესაბამისად 2.78% და 3.25%. ვაქცინის არქონის გამო არასათანადო სამედიცინო პირობებმა ინფიცირების რეკორდულ ზრდას ვერ გაუძლოო და სიკვდილიანობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. სიკვდილიანობა გაზრდილია რუსეთშიც. ივნისამდე ის 2.40%-ს უდრიდა - 121 501 გარდაცვლილი 5.072 მლნ ინფიცირებულიდან, ბოლო 3 თვეში კი 3.34%-მდე გაიზარდა. 1.847 მლნ ინფიცირებულიდან 61 723 გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სამამულო ვაქცინის დამტკიცების შესახებ პირველმა განაცხადა, 31 აგვისტოს მდგომარეობით თუნდაც მხოლოდ 1 დოზით მოსახლეობის 30%-ა აცრილი, ორივე დოზით კი 25%. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში სპუტნიკის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია და ადამიანები ვაქცინის ყალბ ცნობაში ფულს იხდიან. სამწუხაროდ მსგავს შემთხვევა საქართველოშიც გამოვლინდა ვაქცინას რომელიც უფასოა (ჯიბიდან გადახდა 0 ლარია, ისე სახელმწიფოს ნაწილს ყიდულობს, ნაწილი ნაჩუქარია) მოქალაქეები €350-დ (1285 ლარი) ყალბი ცნობის აღებას ამჯობინებდნენ.



მსოფლიოში ზაფხულში კოვიდით სიკვდილიანობა 1.74-ჯერ, ისრაელში 2.71-ჯერ, შვედეთში 5.87-ჯერ, ესპანეთში 7.23-ჯერ, დანიაში 8.09-ჯერ, ბრიტანეთში 13.6-ჯერ საქართველოში კი მხოლოდ 1.09-ჯერ შემცირდა.


საქართველოში ანტივაქსერული განწყობა ერთი შეხედვით უფრო მეტად ჩანს ვიდრე ის სინამდვილეშია. ანტივაქსერები უბრალოდ მეტად აქტიურობენ. სოციალურ ქსელში კომენტარების ზოგჯერ 90% ვაქცინის ასევე ვაქცინაციის გამო პოლიტიკოსებისა და ეპიდემიოლოგების წყევლასა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებას ეძღვნება, მაშინ როცა 2 სექტემბრის მდგომარეობით მინიმუმ 1 დოზით მოსახლეობის 22% აცრილია და პროცესი გრძელდება.


პირბადის ტარების ვალდებულება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების დაკეტვა, კომენდანტის საათი თუ დისტანციური სწავლება, ადამიანის უფლებებსაც ეწინააღმდეგება, ეკონომიკასაც ანადგურებს, განათლების სისტემასაც ანგრევს და კოვიდსაც მხოლოდ დროში ავადებს. წამლის მასობრივ გაყიდვებში ჩაშვებამდე კოვიდთან ბრძოლის და არა დამალვის ერთადერთ ეფექტიან საშუალებად ვაქცინა რჩება.


გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up