ტექნიკის მაღაზიებში ხელფასები სუპერმარკეტებზე 2-ჯერ მაღალია

ტექნიკის მაღაზიებში ხელფასები სუპერმარკეტებზე 2-ჯერ მაღალია

access_time2021-07-23 13:00:02

საქართველოში ტექნიკის მაღაზიათა რამდენიმე მსხვილი ქსელია, რომელთა წლიური ბრუნვაც პანდემიამდე  500 მლნ ლარს აჭარბებდა. მაღაზიებში კონსულტანტებისთვის ბაზისური ხელფასი ძალიან დაბალია და ანაზღაურება, ძირითადად, გაყიდვებზე მიბმულ ბონუსებზეა დამოკიდებული.


„ალტა“, „ოქეისთნ“ გაერთიანების შემდეგ, საქართველოში ყველაზე მსხვილი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გახდა. რომელიც პარალელურად „მეტრომარტის“ 50%-იან წილსაც ფლობს. 2019 წელს ალტამ გაყიდვებით ყველაზე მეტი - 249 მლნ ლარიანი შემოსავალი მიიღო, საიდანაც მოგება 6 მლნ ლარს აჭარბებდა. 2019 წელს ალტაში 596 ადამიანი იყო დასაქმებული, სახელფასო ხარჯმა ადმინისტრაციისთვის 4.75 მლნ, დისტრიბუციისა და გაყიდვებისთვის კი 5.85 მლნ ლარი შეადგინა. საპენსიო შენატანისა და საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ 1 თანამშრომლის საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი თვეში 1162 ლარს შეადგენდა.


ვაჭრობის ამ სეგმენტში ბრუნვითაც და დასაქმებულთა რაოდენობითაც მეორე ადგილს „ელიტ ელექტრონიქსი“ იკავებს. 2019 წელს კომპანიამ გაყიდვებიდან 177 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. დასაქმებულთა რაოდენობამ კი 570 შეადგინა. რაც შეეხება სახელფასო ხარჯს სავაჭრო და ადმინისტრაციულ სეგმენტში 10.3 მლნ ხელმძღვანელი პირებისთვის კი 1.6 მლნ შეადგინა. გასაშუალოებული ხელფასი ამ შემთხვევაში 1364 ლარი გამოდის.



ალტასთან და ელიტ ელექტრონისქსთან შედარებით მცირე ზომისაა განსხვავებული სპეციფიკის მქონე ქსელი „ზუმერი“, რომელიც, ძირითადად, სმარტფონების ბაზარზეა ორიენტირებული, მაღაზიებიც მცირე ფართობის აქვს და დასაქმებულთა რაოდენობაც, 2019 წლის მონაცემებით, 200-ს შეადგენდა. ჯამურმა სახელფასო ანაზღაურებამ კი - 3.080 მლნ ლარი იყო. ჯამურთან ერთად, შედარებით დაბალია ინდივიდუალური ანაზღაურებაც - საშუალოდ 1006 ლარი.


კონსულტანტის ხელფასი გასაშუალებულზე დაბალია, მაგრამ ის მაინც მინიმუმ 2-ჯერ აღემატება სასურსათო სუპერმარკეტის მაღაზიის თანამშრომლის ხელფასს. საათობრივი დაანგარიშებით კიდევ უფრო მეტჯერ. ამასთან, დიდ მაღაზიებში, სადაც ყოველდღიური ნავაჭრი მეტია, თანამშრომლის ხელფასიც მცირე ზომის ფილიალთან შედარებით უფრო მეტი გამოდის.


2020 წლის ფინანსური ანგარიშგებები კომპანიებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ. იმის გათვალისწინებით, რომ მაღაზიის თანამშრომლების ხელფასები გაყიდვებზეა მიბმული, მაღალი ალბათობით შეიძლება იმის დაშვება, რომ საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up