ქსელურ სუპერმარკეტებში ხელფასი საათში 2 ლარზე ნაკლებია

ქსელურ სუპერმარკეტებში ხელფასი საათში 2 ლარზე ნაკლებია

access_time2021-07-20 12:00:00

2000-იანი წლებიდან საქართველოში ქსელური სუპერმარკეტები გამოჩნდა. მათ უმნიშვნელო წილით დაიწყეს და ნელ-ნელა საცალო გაყიდვების ბაზარზე დომინანტური პოზიცია დაიკავეს. შემოსავლებთან ერთად ფილიალების რიცხვი და მათში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. პროცესი დღემდე გრძელდება. მაგრამ, შემოსავლების ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, ხელფასები ქსელურ სუპერმარკეტებში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და საათში საშუალოდ 2 ლარს, ან უფრო ნაკლებს შეადგენს.


საქართველოში დღეისათვის არსებული სუპერმარკეტების ქსელიდან ყველაზე ძველი „ნიკორაა,“ რომელიც ბაზარზე 21 წლის წინ გამოჩნდა (თავად ჰოლდინგი 1998 წელს დაარსდა). „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმენტის ქვეშაა ასევე „ლიბრესა“ და „ნუგეშის“ ქსელებიც. კომპანია, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა წარმოდგენილი და ჯამში 300-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, სადაც 7000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თანამშრომელთა ზუსტი ოდენობა აუდიტორულ დასკვნაში და კომპანიის ვებგვერდზე მითითებული არაა. 2020 წელს ნიკორას სახელფასო ხარჯი 48.536 მლნ ლარს შეადგენდა. საპენსიო შენატანისა და საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ 1 ადამიანზე საშუალო წლიური ხელფასი 5436 ლარი მოდის, რაც თვეში 453 ლარს ნიშნავს. ნიკორა გამონაკლისი არაა, სხვა მაღაზიების თანამშრომელთა ხელფასიც ქვეყნაში არსებულ გასაშუალებულ შრომის ანაზღაურების - 962 ლარს (ხელზე ასაღები)  50%-ს იშვიათად აღწევს. 2020 წელს ნიკორას შემოსავალი 82 მლნ ლარით 522 მლნ-მდე გაიზარდა, მაგრამ ასევე გაიზარდა ხარჯებიც, რის გამოც კომპანიის ზარალმა 12.7 მლნ შეადგინა – იმდენივე, რაც 2019 წელს.


ფილიალებისა და დასქმებულთა რაოდენობით, მეორე ადგილს „ორი ნაბიჯი“ იკავებს. ქსელის განვითარება 2010 წლიდან იწყება და მის მიზანს უბნის მაღაზიების ჩანაცვლება წარმოადგენს. „ორ ნაბიჯს“ 2020 წლის ანგარიშგება წარდგენილი არ აქვს. 2019 წლის დოკუმენტით კი ირკვევა, რომ კომპანია 207-მდე მაღაზიას ფლობდა, სადაც 2140 ადამიანი იყო დასაქმებული. სახელფასო ხარჯმა 13.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1 თანამშრომელზე თვეში 409 ლარს უდრის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია წლის განმავლობაში ქსელს აფართოვებდა და თანამშრომელთა რაოდენობასაც ზრდიდა, 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით დასაქმებულთა რიცხვი 1490-ს შეადგენდა, რეალური ხელფასი საშუალო არითმეტიკულზე მცირედით მეტია.


„ორი ნაბიჯის“ მსგავსად „სპარის“ ბოლო ფინანსური ანგარიშგებაც 2019 წლით თარიღდება. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „სპარი“ საქართველოში 247 მაღაზიას ფლობდა, სადაც 2857 ადამიანი იყო დასაქმებული. სახელფასო ხარჯმა კი 18.1 მლნ ლარი შეადგინა, თვეში საშუალოდ 415 ლარი. კომპანიას ცალკე აქვს გამოყოფილი რეალიზაციისა და დისტრიბუციის სახელფასო ხარჯები - 12.2 მლნ. დანარჩენი ადმინისტრაციისა და უმაღლესი მენეჯმენტის წილად მოდის.



პანდემიური 2020 წელი „კარფურისთვის“ საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, რაც ქსელის გაფართოვებაში გამოიხატა, მაგრამ კონკურენტების მსგავსად 2020-ის ანგარიშგების ნახვა შეუძლებელია. 2019 წლის მდგომარეობით კი  კომპანია ქვეყნის მასშტაბით შვიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გორში, თალავსა და ფოთში 2 ჰიპერმარკეტითა და 42 სუპერმარკეტით იყო წარმოდგენილი სადაც ჯამში 2303 თანამშრომელი მუშაობდა. „კარფურს“ ცალკე სახელფასო ხარჯი გამოყოფილი არ აქვს, პერსონალის ხარჯად კი 33.6 მლნ აქვს მითითებული. ასეთ დათვლით 1 თანამშრომელზე გაწეული ხარჯი თვეში 958 ლარი გამოდის. ხელფასის გარდა ამ თანხაში როგორც ჩანს დაზღვევა, უნიფორმა და სხვა ხარჯებიცაა გათვალისწინებული.


„გუდვილი“ საქართველოში პირველი ჰიპერმარკეტი იყო, რომელიც 2004 წელს დიდ დიღომში გაიხსნა. 2019 წლის მდგომარეობით თბილისსა და ბათუმში კომპანია 5 ჰიპერმაკეტსა და 3 სუპერმარკეტს ფლობდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 1616-ს შეადგენდა. „გუდვილს“ სახელფასო ხარჯები სამ ნაწილად აქვს გაყოფილი, ცალკეა რეალიზაციისა და დისტრიბუციისთვის - 7.6 მლნ, ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ხელფასები - 4.3 მლნ და უმაღლესი მმართველობის რგოლისთვის განკუთვნილი ხელფასები - 1.4 მლნ. ჯამში - 13.3 მლნ, რაც საშუალოდ 1 თანამშრომელზე თვეში 538 ლარს უდრის.


უმეტეს შემთხვევაში, თუ ავიღებთ მხოლოდ მოლარის ან კონსულტატის ხელფასს, ის თვეში 500 ლარზე ნაკლები აღმოჩნდება (ხელზე ასაღები). ქსელურ მარკეტებში ძირითადად ცვლებში მუშაობენ. 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა თვეში 240 საათს ნიშნავს, ანუ მოლარის/კონსულტანტის რეალური ხელზე ასაღები ხელფასი საათში დაახლოებით 2 ლარია, ან უფრო ნაკლები, რაც ამჟამინდელი კურსით 65ცენტია.


დღეს საქართველოში ძალაშია 1999 წელს მიღებული კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ, რომელიც დამსაქმებელს დასაქმებულისთვის თვეში მინიმუმ 20 ლარის გადახდას ავალდებულებს. რეალური მინიმალური ხელფასის დაწესების რამდენიმე მცდელობა კრახით დასრულდა. სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ მინიმალური ხელფასის კანონი უმუშევრობას ზრდის და ისედაც ღარიბი დასაქმებულების ნაწილის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. მემარჯვენე მიმართულების ეკონომისტების აზრით პრობლემა სწრაფი ეკონომიკური ზრდით უნდა აღმოიფხვრას, როდესაც შრომაზე მოთხოვნა გაიზრდება, გაიზრდება მისი ღირებულებაც.




ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი
access_time2021-08-02 13:00:52
„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“,...

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს
access_time2021-08-02 11:45:00
„ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური...


მსგავსი სიახლეები

up