ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა.
მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო გაუმარტივდეთ საავტომობილო პროდუქტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
თეგეტაში პროცესების ავტომატიზების პარალელურად გაციფრულება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი გულისხმობს ოფიციალური დოკუმენტაციის მინიმუმამდე დაყვანას და დიჯიტალ სივრცეში გადატანას, სადაც მომხმარებელს აღარ უწევს დაბეჭდილი დოკუმენტების შევსება.
,,თეგეტა, პირველ რიგში, ყველასათვის საავტომობილო სერვისებით არის ცნობილი. ამ კუთხით, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრაცია ყოველდღიურობაში. მაგალითად, რიგების მართვის ,,სმარტ“ გადაწყვეტილებები, დისტანციური სერვისები, თანამედროვე მანქანა-დანადგარები“, - ამბობს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა.
ტექნოლოგიური განვითარებისა და პანდემიის ფონზე საავტომობილო ბრენდების სტრატეგიული მიზანი მეტი დიჯიტალიზაცია და დისტანციური, ,,ონლაინ“ გაყიდვებია. თეგეტა საქართველოში 10-ზე მეტ საავტომობილო ბრენდს წარმოადგენს და ავტოინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება. საქართველოში უკვე შესაძლებელია Volvo-ს ნებისმიერი მოდელის ციფრული მაღაზიის საშუალებით შეძენა. ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას კომპანია 2022 წელსაც გეგმავს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო, ინდუსტრიულ და საგარაჟე დანადგარებს მოიცავს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. ,,თეგეტა მოტორსი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტას“ პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.
„თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
R