ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

access_time2022-01-25 11:00:08

პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების 10%-იან ზრდაზე გასვლა შეძლო. 2021 წელს კი წარმომადგენლობები უკრაინასა და ემირატებში გახსნა. თუ როგორ დაძლია კომპანიამ პანდემიური წლები, როგორ მოახერხა გაფართოვება და რას წარმოადგენს სამომავლო გეგმები, ამის შესახებ „კომერსანტი“ თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელ დირექტორ ვახტანგ კაჭარავას ესაუბრა.



- რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა თეგეტა პანდემიურ 2021 წელს და თუ შევადარებთ, რომელი უფრო მძიმე პერიოდი იყო ბიზნესისთვის - 2021, თუ პანდემიის პირველი 2020 წელი?



- პანდემიამ მსოფლიო შეცვალა და ცხადია, ვერც საქართველო იქნებოდა გამონაკლისი. უშუალოდ ბიზნესისთვის მოულოდნელი დარტყმა იყო და ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება შექმნილი კრიზისის სწორი და ეფექტური მართვა. სხვა სექტორებთან ერთად, კოვიდ 19-მა სიტუაცია მოულოდნელად გაართულა და ზიანი მიაყენა ავტოინდუსტრიასაც. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანსპორტირების და ნედლეულის ფასი. ასევე შემცირდა საწარმოო სიმძლავრეები, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ნახევარგამტარების ე.წ. ჩიპების საკითხი, რამაც ავტომწარმოებლები საერთაშორისო მასშტაბით, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.


2020 და 2021 ზოგადად ორივე პანდემიური და შესაბამისად ურთულესი წელი იყო. რთულია გამორჩევა, ვინაიდან ორივე წელს ორი სხვადასხვა ამოცანა იყო, თუკი 2020-ში ჩვენი მიზანი გლობალურ გაურკვევლობასთან სწრაფი ადაპტირება და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნება იყო, 2021- ში ამოცანა იყო ბიზნესისთვის უკვე არსებულ მოცემულობაში პროცესების ეფექტური მართვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თეგეტაში შევძელით, რომ 2020 წლის გაყიდვებში 10%-მდე ზრდა გვეჩვენებინა. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი გაყიდვების არხების დივერსიფიკაციაა, რაც ბუნებრივია 2021 წელზეც დადებითად აისახა, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, როგორ უნდა გვემოქმედა მძიმე 2020-ს შემდეგ.



- როგორ გაუმკლავდით ამ გამოწვევებს? შექმნილ სიტუაციაზე მოსარგებად, მოგიწიათ თუ არა ახალი სტრატეგიის შემუშავება?



- ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ბიზნეს პროცესები და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მომხმარებლის საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული სისტემა შევქმენით. 2020 წელს დავიწყეთ ეჯაილ ტრანსფორმაცია, რაც ნიშნავს რომ ჯგუფი სრულად ახალი მოდელით და მიდგომებით ოპერირებს – ბიზნეს პროცესი 100%-ით მომხმარებლის საჭიროებაზე და მის კმაყოფილებაზეა მიმართული. ერთი მხრივ, პანდემიის პერიოდი არ იყო საუკეთესო დრო ასეთი ცვლილებების დასაწყებად, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენთვის დიდი გამოწვევა – გლობალურ პრობლემაზე დროული და სწორი რეაგირება გვქონოდა, სწრაფად მოგვეხდინა ადაპტაცია, რაც ვფიქრობთ, წარმატებით შევძელით, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი სისტემა, სადაც რისკები დაზღვეული იქნება მსგავსი ეკონომიკური ტურბულენციისგან , რადგან სწორ და მყარ ფუნდამენტზე იქნება აშენებული ეს ყველაფერი. თუ აქამდე მართვა უფრო ცენტრალიზებულად ხდებოდა. ახლა პროცესები უფრო გამარტივდა, შედარებით სწრაფი და რაც მთავარია უფრო ეფექტური გახდა.



თეგეტა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში ჯამში 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. თითოეული დასაქმებულის მიღმა მათი ოჯახის წევრები დგანან, რომელთათვისაც გამომუშავებული დოვლათი ეკონომიკური მდგრადობის წინაპირობაა. ამასთან თეგეტა ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია ქვეყნის ბიუჯეტში, - ასე რომ ჩვენ არა თუ გაჩერების, შეფერხების უფლებაც არ გვაქვს და უკვე ამ ახალ 2022-წელსაც დიდი გეგმებით ვხვდებით.




- პანდემიის პერიოდში რომელი მსხვილი პროექტები განახორციელა თეგეტამ? რა კონკრეტულ მიღწევებს გამოყოფდით 2021 წელს?



- წარმოების მაჩვენებლების მკვეთრად შემცირების ფონზეც კი ჩვენ მოვახერეხეთ 2000 მსუბუქი მანქანა გაგვეყიდა წლის განმავლობაში, რაც ბაზრის 35%-ზე მეტია. გეოგრაფიული დივერსიფიცირების მხრივაც მნიშვნელოვანი წინსვლაა - ჩვენი წარმომადგენლობა სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენს ოფისებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში შეემატა თეგეტას წარმომადგენლობა უკრაინასა და ემირატებში. ცხადია, ჩვენი მთავარი აქცენტი საქართველოა, ქართულ ბაზარზე დიდი პოტენციალი და შესაბამისი გეგმებიც გვაქვს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ.



საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, წელს თეგეტა ჰოლდინგმა რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, რითიც ბიზნესის პერსპექტივა კიდევ უფრო გაფართოვდა. დავიმატეთ: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დავიწყებთ. სამშენებლო მიმართულებით დავიმატეთ FIAT ჯგუფის ბრენდები, ერთ-ერთია Marin და საასფალტე ტექნიკის მსოფლიო ლიდერი BOMAG ასევე თურქული მარკის სატვირთო მანქანები BMC. ჩვენს პორტფელს ასევე 2021-ში შეემატა კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი Liebherr. ეს ყველაფერი დაგვეხმარება ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მერე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში.



ასევე თეგეტაში უკვე ხელმისაწვდომია ამერიკული წარმოების Polaris-ი, ეს არის Off-Road ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა.




წელს დავასრულეთ ქალაქ თბილისის ავტობუსებით მომარაგება, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში 226 ავტობუსი შემოვიყვანეთ. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როდესაც ვიცით რომ ჩვენი თანამოქალაქეები უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტით გადაადგილდებიან.



პანდემიის პერიოდში დაიწყო და წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები და 2020 წელს Europcar-ის წარმომადგენლები გავხდით. კომპანიის ბიზნესპროფილი გახლავთ ავტომობილების გაქირავება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი საცალო და კორპორაციული მომხმარებლისთვის.



ამავე წლის ბოლოს კი Rising Star-ის სტატუსი მივიღეთ, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი წარმატებით მუშაობს. ეს კიდევ ერთი ინდიკატორია, რატომ გვენდობიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, რატომ გვყავს პორტფელში 100-ობით პარტნიორი. ეს უკვე ჩვენს დეენემშია ჩადებული, რომ რასაც გავაკეთებთ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა გავაკეთოთ.




ცალკე გამოსაყოფია ინფრასტრუქტურული პროექტები, ზოგადად თეგეტა რეგიონში ცნობილია უახლესი ინფრასტრუქტურით და თანამედროვე დანადგარებით, რომლის კაპიტალიზაცია 150 მილიონ ლარს აჭარბებს დღევანდელი მდგომარეობით, 2021 წელს კი უპრეცედენტოდ მსხვილი პროექტები წამოვიწყეთ ორი მიართულებით, ეს არის პორშეს შოურუმის 2022 წლის კონცეფციის შესაბამისად სრული განახლება და ასევე ვაკეში, უნივერსიტეტის ქუჩაზე უპრეცდენტო საავტომობილო ცენტრის მშენებლობა, სადაც გაერთიანდება როგორც მაზდას და ვოლვოს უახლესი შოურუმები, ასევე თეგეტა მოტორსის თანამედროვე, უახლესი კონცეფციის სერვის ცენტრი.



კიდევ ერთ მიმართულებას გამოვყოფდი, ეს არის CSR-ი. ამ კუთხით 2021-ი ძალიან დიდი ნაბიჯებით ვიარეთ და ქალების გაძლიერების მიმართულება პრიორიტეტად ვაქციეთ. ვითანამშრომლეთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, საელჩოსთან. სატვირთო ავტომობილების სერვისში გვყავს გოგონები, რომლებიც უკვე სრულფასოვანი მექანიკოსები არიან. გვინდა, სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, რომ საავტომობილო სფერო მხოლოდ მასკუნილური არ არის. მით უმეტეს მსუბუქ მიმართულებაზე არ არის საუბარი, ინჟინრულად უფრო რთულ თემაში, სატვირთოებში არიან და თავს საამაყოდ ართმევენ.



ასევე თეგეტას ავტორიზებულ კოლეჯს უკვე ჰყავს დიპლომირებული მექანიკოსების პირველი ალუმნი. მათი ცოდნა სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული და თამამად შეუძლიათ განაგრძონ საქმიანობა, როგორც ჩვენთან თეგეტაში, ასევე დამოუკიდებლად. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ 11 კურსდამთავრებულიდან ცხრამ სწორედ ჩვენი კომპანია აირჩია კარიერის შესაქმენლად.



- როგორი იყო ჰოლდინგის შემოსავლების დინამიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში და როგორ აისახა ამ მაჩვენებლებზე პანდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვები?



- 2021 წელი თეგეტასთვის კარგი შედეგებით დასრულდა, თუმცა ეს არ ყოფილა იმის გამო, რომ რაღაც წარმატების ფორმულა ან საიდუმლო ვიცით, - ეს არის პროცესების სწორად წარმართვის და ადამიანური მონდომების სინთეზი, რაც ჩვენს კომპანიას მიზნის მიღწევაში ეხმარება. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ერთ კომპონენტში წარმატებას, ეს მოიაზრებს წინსვლას ბიზნესის ყველა ციკლში, იქნება ეს მომწოდებელთან ურთიერთობა, შიდა პროცესები და ა.შ. 2021 წელს ყველა კომპონენტში მნიშნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.



გვქონდა რეკორდული გაყიდვები, წლის ბოლოს 850 000 000 ლარს მივაღწიეთ. მართალია, გეგმაში მეტი გვქონდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უამრავ გარე ფაქტორს, ამ ფონზე ჩვენი შედეგები ნამდვილად ძალიან კარგია.





- რა მიმართულებების განვითარებას გეგმავთ 2022 წელს?



- თეგეტას უახლოესი ერთი წლის ხედვის ნაწილია რეგიონალური დივერსიფიცირება და მსოფლიო ბიზნეს რუკაზე აფრიალებული საქართველოს დროშა. ამ მიმართულებით იგეგმება გაფართოება უკრაინის ბაზარზე, წარმომადგენლობების გახსნა აფრიკაში, ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება ელექტრონული კომერციის და კომპანიის გაციფრულების მიმართულებით. მომხმარებლისთვის თეგეტას მოქცევა პირად გაჯეტში ბოლო წლების პრიორიტეტია, ეს გაუადვილებს ავტომობილის მფლობელებს ან მომავალ მსურველებს უფრო სწრაფად და კომფორტულად მიუწვდებოდეთ ხელი საავტომობილო პროდუქტებსა და სერვისებზე. კომპანიის შიგნით პროცესების ავტომატიზების კვალდაკვალ გაციფრულება აქტიურად მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოფიციალური დოკუმენტაციის მინიმუმამდე დაყვანას და დიჯიტალ სივრცეში გადატანას, სადაც მომხმარებელს აღარ უწევს ბევრი და დაბეჭდილი დოკუმენტების შევსება.



უკვე დავიწყეთ და გაზაფხულზე დასრულდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. ესენია პორშეს ცენტრის, ვოლვოს ახალი სერვისცენტრის, მაზდას ახალი შოურუმის და დედაქალაქში თეგეტას რამდენიმე დამატებითი ფილიალის გახსნა. 3 წლის პერსპექტივაში კი, კომპანია „თეგეტა ექსპრესის“ კონცეფციას აქცევს რეალობად, რომელიც უბნებში მიკრო-ფილიალების შექმნას და მარტივი სერვისების სწრაფად მიღებას გულისხმობს.



2022 წელს იგეგმება ფასიანი ქაღალდების მორიგი ემისია, რომელიც 2019 წლის საავტომობილო ობლიგაციების გამოცემის მსგავსად, ახალ აქციონერთა მოსაზიდად განხორციელდება. აღნიშნული პროცესი მწვანე ბონდებზე არსებულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მაღალ მოთხოვნას უპასუხებს.



თეგეტა ისწრაფვის გახდეს კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო ლისტინგში, რაც თავის მხრივ მსოფლიო აღიარებასთან ერთად, გაზრდილი შესაძლებლობების, მნიშვნელოვანი პროექტებისთვის ფინანსების მოზიდვის და მხარდაჭერის გარანტია იქნება.



- რა ტენდენციები შეინიშნება ავტოინდუსტრიაში საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველო ერთგვარი ჰაბია ამ სფეროში როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის?



- ავტოინდუსტრია მიყვება მსოფლიო ტრენდს გაციფრულების და ელექტრონული კომერციის ჭრილში. ჩვენ 10-ზე მეტ მსოფლიო საავტომობილო ბრენდს წარმოვადგენთ. უკლებლივ ყველა მწარმოებლის სტრატეგიული მიზანია მეტი დიჯიტალიზაცია და დისტანციური, ,,ონლაინ“ გაყიდვები. ჩვენთვის ეს შორეული პერსპექტივა არ არის, მომხმარებელს უკვე შეუძლია Volvo-ს ნებისმიერი მოდელი ჩვენი ციფრული მაღაზიის საშუალებით შეიძინოს. ერთი შეხედვით, თითქოს რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება იყიდო მანქანა ან მიიღო ავტოსერვისი დისტანციურად, თუმცა ეს პროცესი ბევრად მეტი ღირებულების მატარებელია: პროდუქტის შერჩევა უფრო კომფორტული და ეფექტურია, - ყველა შეთავაზება ერთ პლატფორმაზე, დროის დაზოგვა, ინფორმაციის გაცვლა, პროცესიც უფრო გამჭირვალეა.



მსოფლიოს სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა 85% ამბობს, რომ ელ.კომერცია არჩევანს ბევრად გაუმარტივებს და ამასთან მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. გასათვალისწინებელია პანდემიის გავლენაც ამ კონტექტსში. კითხვები დისტანციური გაყიდვების ეფექტურობაზე ფაქტობრივად, მოხსნილია. ,,თეგეტა“, პირველ რიგში, ყველასათვის საავტომობილო სერვისებით არის ცნობილი. ამ კუთხით, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრაცია ყოველდღიურობაში. მაგალითად, რიგების მართვის ,,სმარტ“ გადაწყვეტილებები, დისტანციური სერვისები, თანამედროვე მანქანა-დანადგარები.



დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს შევძლებთ, რადგან გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელიც იზიარებს ჰოლდინგის ღორებულებებს, არ წყვეტს განვითარებას და მუდმივად ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ.



თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო, ინდუსტრიულ და საგარაჟე დანადგარებს მოიცავს.


მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. ,,თეგეტა მოტორსი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”.


სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტას“ პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.


„თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.



თეგები:
თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up