სირცხვილია ეროვნული ბანკის მხრიდან ისეთი არაკომპეტენტური განცხადების გაკეთება, როგორიცაა ლარის მასასა და კურს შორის კავშირის უარყოფა

სირცხვილია ეროვნული ბანკის მხრიდან ისეთი არაკომპეტენტური განცხადების გაკეთება, როგორიცაა ლარის მასასა და კურს შორის კავშირის უარყოფა

access_time2020-06-26 18:00:03

ჩემი აზრით სირცხვილია ეროვნული ბანკის მხრიდან ისეთი არაკომპეტენტური განცხადების გაკეთება როგორიც გახლავთ ლარის მასასა და კურს შორის კავშირის უარყოფა მე ვურჩევდი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.


ლარის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ეს განცხადება „მსოფლიოს სავალუტო ფონდს“ ეკუთვნის. აღნიშნული განცხადება სსფ-მ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს ლარის მკვეთრი გაუფასურების ერთგვარი პასუხიც იყო.


ამას მოჰყვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება, რომელიც მიმდინარე თვის პირველ ნახევარში შედგა, და, სადაც გვენეტაძეს დეპუტატების საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა.


სწორედ, ამ საკითხებისა და ზოგადად, სებ-ის ბოლოდროინდელი საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ, ფინანსისტსა და პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, თემურ ბასილიას.


ინტერვიუს მოცულობიდან გამომდინარე “ბანკები და ფინანსებმა” ის ორ ნაწილად შემოგთავაზათათ. პირველი ნაწილის ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე გადასვლით 



გთავაზობთ ინტერვიუს მეორე ნაწილს.



– კიდევ ერთი თემა რასაც სებ-ის პრეზიდენტი შეეხო გახლდათ დოლარიზაცია. საუბრისას გვენეტაძემ სესხების შემცირებული დოლარიზაციის დონეც ახსენა. რამდენად მისაღებია ეს არგუმენტი თქვენთვის მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ ხელოვნურად შევზღუდეთ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ დედოლარიზაციის პოლიტიკის სრულფასოვანი განხორციელება სტაბილური ეროვნული ვალუტის გარეშე ?


-საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდი ხანია თვლიდა, რომ საქართველოში დოლარიზაციის იმდენად მაღალი დონეა, რომ ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას. სწორედ ამიტომ მოუწოდებდა იგი საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს დოლარიზაციის დონის შემცირებისკენ.


ობიექტურად რომ ვილაპარაკოთ, გარკვეულ დონეზე დოლარიზაცია ყოველთვის იარსებებს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გაცილებით მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც კი. იმის თქმა მინდა, რომ დედოლარიზაცია მიზანი კი არ არის, მიზანი – ფინანსური სტაბილურობაა. დედოლარიზაციის შემცირება კი მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. მოკლედ, ფინანსური სტაბილურობისთვის ზოგადად დოლარიზაცია კი არ არის პრობლემა, არამედ დოლარიზაციის მაღალი დონე. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, სახელმწიფომ დაიცვას ეროვნული ვალუტა და რომ ლარმა შეასრულოს ფულის ყველა ფუნქცია.


რაც შეეხება ადმინისტრაციული მეთოდებით დედოლარიზაციას, მას გარკვეულ დონემდე მართლაც ექნება შედეგი, მაგრამ მთლიანობაში ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. ეროვნული ვალუტის მიერ ფულის ყველა ფუნქციის განსაკუთრებით კი დაგროვების ფუნქციის შესრულება მხოლოდ საზოგადოების ნდობაზეა დამოკიდებული. ნდობის მოპოვება კი, მხოლოდ სტაბილური ვალუტის მიმართ შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ.


–რამდენიმე დღის წინ, კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა სტატუსი სადაც ტექნიკურად აღწერა ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების მექანიზმი. საგულისხმოა ისიც, რომ ხსენებულ სტატუსში პრაქტიკულად არაფერი იყო ნათქვამი ლარის მასაზე. ზოგადად ახალი არაა, რომ ეროვნული ბანკი უარყობს ფულის მასასა და ლარის კურს შორის კავშირს. თქვენი შეფასებით, რამდენად სწორია აღნიშნული მიდგომა და არსებობს თუ არა კავშირი ლარის მასასა და კურსს შორის?


მე მგონი, ეროვნული ბანკის მხრიდან სირცხვილია ამ თემაზე ასეთი არაკომპეტენტური განცხადებები. ბოლო-ბოლო თვალი გადაავლონ ეკონომიკის დაწყებითი კურსის სახელმძღვანელოებს. არავის გააუქმებია ფულის რაოდენობრივი თეორია; გარწმუნებთ, თუ კი ვინმე მართლაც გააკეთებს ასეთ აღმოჩენას და დაასაბუთებს რომ ფულის მასას არა აქვს გავლენა ინფლაციასა და გაცვლით კურსზე, ეს პირები მინიმუმ ნობელის პრემიას დაიმსახურებენ.


გასაგებია, რომ რამდენიმე წლის წინ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს ემოციურად, სრულიად გაუაზრებლად წამოსცდათ ეს უპასუხისმგებლო განცხადება. იმ პერიოდში ისინი საზოგადოების სერიოზული წნეხის ქვეშ იყვნენ ასეთი გაუაზრებელი განცხადებით შეეცადნენ გაემართლებინათ მათ მიერ შექმნილი კორუფციული სქემა – ე.წ. „რეფინანსირების“ სესხების გაცემა. მე ვურჩევდი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, რომ მოუხადონ ბოდიში საზოგადოებას დაშვებული შეცდომისთვის, ნუ გააგრძელებენ ამ არასწორი მოსაზრების ტირაჟირებას და ნუ შეეცდებიან მოიშველიონ სხვადასხვა მარგინალური იდეები; ეს ამ ინსტიტუტის – ეროვნული ბანკის ავტორიტეტს აყენებს ზიანს.


– ბოლოს, მინდა გკითხოთ ეროვნული ბანკის მანდატთან დაკავშირებით. რამდენად სწორად მიგაჩნიათ მიდგომა, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ ფასების სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი და ლარის კურსი მისი პასუხისმგებლობა არაა. მით უფრო, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებულია და ჩვენი მსგავსი ქვეყნების ნაწილი უკვე გადადის ჰიბრიდულ რეჟიმზე, სადაც ცენტრალური ბანკები როგორც ფასების სტაბილურობაზე, ისე კურსის მერყეობაზე არიან პასუხსიმგებელნი.


ეროვნულ ბანკს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში;ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, საბანკო სისტემის მდგრადობაზე. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა საკმაოდ ფართე ცნებაა და არაერთ მიმართულებას, მათ შორის გაცვლით კურსსაც მოიცავს. ამდენად, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კითხვაზე პასუხი დიდი ხანია გაცემულია.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up