ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის ე.წ. რეფინანსირების სესხებია-თემურ ბასილია

ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის ე.წ. რეფინანსირების სესხებია-თემურ ბასილია

access_time2020-06-23 16:15:21

„პრობლემა არის ფუნდამენტალური – ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა“.ლარის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ეს განცხადება „მსოფლიოს სავალუტო ფონდს“ ეკუთვნის. აღნიშნული განცხადება სსფ-მ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს ლარის მკვეთრი გაუფასურების ერთგვარი პასუხიც იყო.


ამას მოჰყვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება, რომელიც მიმდინარე თვის პირველ ნახევარში შედგა, და, სადაც გვენეტაძეს დეპუტატების საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა.


სწორედ, ამ საკითხებისა და ზოგადად, სებ-ის ბოლოდროინდელი საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ, ფინანსისტსა და პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, თემურ ბასილიას.


ინტერვიუს მოცულობიდან გამომდინარე მას ორ ნაწილად გთავაზობთ.


–გასულ კვირას პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა შედგა. როგორც მოსალოდნელი იყო, დეპუტატების კითხვების უმრავლესობა სებ–ის მთავარ მანდატს, ფასების სტაბილურობას ეხებოდა. როგორც კობა გვენეტაძემ განმარტა, ინფლაციის თარგეთიდან გადახრა ეგზოგენურ ფაქტორებს უკავშირდება და ამის დასადასტურებლად გასული წლის მაგალითიც მოიშველია, როდესაც ქვეყანას რუსული სანქციები დაატყდა თავს. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ არგუმენტს, შეეძლო თუ არა ბოლო ორ წელიწადში სებ–ს ინფლაციის მართვა და ზოგადად, როგორ შეაფასებდით კობა გვენეტაძის გამოსვლას პარლამენტში ?


-ბოლო წლებია, ეროვნული ბანკი ცდილობდა დაემკვიდრებინა აზრი რომ მათ არ ეხება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები და რომ თითქოს, ერთადერთი სფერო რაც მათ ეხება, ეს ინფლაციაა. მათი მხრიდან ეს იყო მცდელობა, რომ მოეხსნათ პასუხისმგებლობა ფულად-საკრედიტო სფეროში არსებულ სერიოზულ ჩავარდნებზე.


მაგრამ, ახლა აღმოჩნდა, რომ უკვე მეორე წელიწადია რაც ინფლაცის კუთხითაც საქმე არც თუ სახარბიელოდ არის. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა, რაც ორჯერ და უფრო მეტია ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, რომელიც 3.0%-ს შეადგენს. მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ფასები სამომხმარებლო პროდუქციაზე იზრდება. სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით ერთი წლის განმავლობაში ხილი 47%-ით გაიზარდა, რძის ნაწარმი – 25%-ით, ხორცპროდუქტები – 13.5%-ით, პურპროდუქტები – 9.2%-ით. ბუნებრივია, ფასების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა პირველ რიგში ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა.


პროფესიონალი, პასუხისმგებლობის მქონე და ღირსეული ადამიანები აღიარებდნენ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს და შეეცდებოდნენ გამოესწორებინათ ვითარება. მაგრამ, რას აკეთებს ეროვნული ბანკი? სამწუხაროდ, მისი ხელმძღვანელობა აგრძელებს მათ მიერ არჩეულ კურსს, რომ თითქოს მათ არაფერი ეხებათ.



ბუნებრივია, ისინი ვერ იტყვიან, რომ ინფლაციის მაჩვენებელზეც არ არიან პასუხისმგებლები, რადგან ეს შავით თეთრზე წერია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. ამიტომაც, ისინი ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ ინფლაციის გამომწვევი მიზეზი საგარეო ფაქტორებია და არა საკუთარი არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა.


რა თქმა უნდა, გარე ფაქტორები მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე, მაგრამ უმთავრესი პრობლემა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა. ამის დასადასტურებლად მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს: იყო შემთხვევა როდესაც გაცვლითი კურსის დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გამოიტანა ბაზარზე; ანუ, მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. მაგრამ, ზუსტად იმავე პერიოდში”რეფინანსირების” სესხების სახით ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა 2.4 მილიარდი ლარი.


ბუნებრივია, ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში რა აზრი აქვს 100 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 350 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც იგივე ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით უშვებს თითქმის 9-ჯერ მეტ ლარს. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია.


რაც შეეხება გასული წლის რუსულ სანქციებს, ეროვნული ბანკი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ლარის კურსი მკვეთრი რყევები გამოწვეული იყო ტურისტების რაოდენობის შემცირებით. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ, უარყოფითი მოლოდინები ნამდვილად შეიქმნა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია ლარის კურსზეც. მაგრამ, ძალიან მალევე ტურიზმის სფეროს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უარყოფით მოლოდინებს არავითარი საფუძველი აღარ ჰქონდა.


ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ნათლად აჩვენებდა, რომ გასულ წელს რუსი ტურისტების რაოდენობა მცირედით მართლაც შემცირდა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო. მაგრამ, მთლიანობაში ტურისტების რაოდენობამ არა თუ იკლო, არამედ, გაიზარდა კიდეც.


გარდა ამისა, რაც ნამდვილად მისასალმებელია, ასევე გაიზარდა ამ სფეროს შემოსავლებიც. ანუ, ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ ტურიზმის სფეროს არ ჰქონია რაიმე უარყოფითი გავლენა ლარის კურსის ვარდნაზე.


მოკლედ, პრობლემა არის ფუნდამენტალური – ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც არ უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. სწორედ ეს პოლიტიკაა შესაცვლელი, რადგან ფინანსური სტაბილურობა გახლავთ ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა.


–მოდით კვლავ შევეხოთ გასული წლის კრიზისს – შარშანდელი დაგვიანებული რეაგირება გვენეტაძემ ბაზარზე არსებული გაურკვევლობით ახსნა. კერძოდ, გვენეტაძის პათოსით გასულ წელს საგარეო მოთხოვნის შესუსტების პარალელურად, როდესაც მოსალოდნელი იყო პოტენციური დამატებითი სანქციებიც, თუ ამას დაემატებოდა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეანელებდა ეკონომიკურ ზრდას. რამდენად მისაღებია ეს არგუმენტი თქვენთვის და ზოგადად, როგორ გგონიათ საქართველოს ტიპის ქვეყნებში ასეთი დილემების დროს რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა – 1%-ით მეტ ეკონომიკურ ზრდას თუ ფასების საერთო დონის მართვას ?


– სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი აქაც არასწორ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას; როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული კატეგორიებია. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობას სწორედ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა წარმოადგენს. სწორედ ეს ფინანსური სტაბილურობა ქმნის ეკონომიკური ზრდის საფუძველს. სამწუხაროა, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელ ხელმძღვანელობას არ ესმით ეკონომიკის ეს ანბანური ჭეშმარიტება, რაც წესით ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებმაც კი უნდა იცოდნენ.


თეზისი, თითქოსდა მკაცრი ან გონივრული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ყოველთვის აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, არის არასწორი. გარკვეულ შემთხვევებში ეკონომიკაში ფულის გარკვეული დოზით მიწოდებამ შესაძლოა მართლაც შეუწყოს ხელი ეკონომიკის ზრდას, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს უნდა იყოს გარკვეული დოზით მიწოდება, რამაც არ უნდა გამოიწვიოს ინფლაციის მკვეთრი ზრდა და საფრთხე არ შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ თურმე, ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ყოფილა ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი. ნუ დაგვავიწყდება საქართველოში ლიბერალური ფულად საკრედიტო პოლიტიკის შედეგები, რაც 1992-1993 წლებში ტარდებოდა და რამაც ქვეყანა ჰიპერინფლაციამდე და ფინანსურ და ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანა.


ის რომ ფინანსური არასტაბილურობა სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს, ამის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მიუთითებდა. მათ ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა ფინანსური სტაბილურობის გარანტია.”


დიპლომატიურ ენაზე დაწერილი ეს ფრაზა კი ნიშნავს, რომ: ლარის კურსის ხელოვნური გაუფასურება და მანიპულაციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ეროვნული ბანკის ე.წ. რეფინანსირების სესხებია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბანკებს არა აქვთ ლიკვიდობა; ანუ, ბანკებს არა აქვთ მიმდინარე ვალდებულებების დასაფარი ფული. რატომ არა აქვთ ბანკებს მიმდინარე ვალდებულებების დასაფარი ფული? ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემას ეროვნული ბანკი თავს არიდებს, რადგან ნათლად წარმოჩნდება მათ მიერ დაშვებული სერიოზული შეცდომები.



გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up