კრიზისულ სიტუაციაში ,,ბორჯომის“ მართვა საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს, კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა - იურისტი

კრიზისულ სიტუაციაში ,,ბორჯომის“ მართვა საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს, კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა - იურისტი

access_time2022-05-03 12:00:43

,,ბორჯომის“ დროებითი მართვა სავარაუდოდ მთავრობის ხელში გადავა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კრიზისული სიტუაციის განმავლობაში სახელმწიფოს მოქმედი კანონის საფუძველზე  შეუძლია კომპანიის მართვა საკუთარ თავზე აიღოს და არ დაუშვას საწარმოს გაჩერება. საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ 2006 წელს შემუშავდა. როგორც ბიზნესის სფეროს იურისტი  აკაკი ჩარგეიშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, კანონი იძლევა საშუალებას, რომ  ,,ბორჯომს“  სახელმწიფომ გაუწიოს ზედამხედველობა, თუმცა ცალსახად უარყოფითი ფაქტია, რომ პრევენციულ ზომებს დროულად არ მიმართეს, რაც კრიზისულ სიტუაციაში კომპანიას ძალიან დაეხმარებოდა.


,,პირველ ეტაპზე, რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს, ,,ბორჯომში“ დროებითი მმართველის დანიშვნაა. ამის გაკეთება შესაძლებელია.  ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ  საქართველოს კანონი“ არეგულირებს სალიცენზიო ურთიერთობებს. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისი რეალურად შექმნილია, კანონი იძლევა შესაძლებლობას, სახელმწიფომ მოახდინოს ადმინისტრირება, შეიყვანოს  სპეციალური მმართველი კომპანიაში და ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება, ,,ბორჯომის“ მართვა  ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდეს. სანქციებთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოების მიდგომა ვიცით, მაგრამ მოუმზადებელი შეხვდა ამ ამ პროცესს საქართველო, შეეძლოთ, რომ პრევენციული  ღონისძიებები მიეღოთ, მოსალოდნელ შედეგზე წინასწარ ეფიქრათ. რეგულირების მხრივ პრობლემა ნამდვილად არ არის, როცა ინვესტორი არ ჩანს, პირდაპირი მმართველობა სახელმწიფოსია, მისი მეშვეობით ხდება დარეგულირება, კანონიც მზადაა, მთავარია გეგმაზომიერად, სწორად მოხდეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში ფაქტობრივად არ ჩანს“, - ამბობს იურისტი ,,კომერსანტთან“.

 

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი გაჩერდა.



როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის აღდგენისთანავე, „ბორჯომი“ არამარტო წარმოების პროცესს განაახლებს, არამედ ახალი ქარხნის მშენებლობასაც დაასრულებს.


საქართველოს მთავრობა იძლევა პირობას, რომ კომპანიის საწარმოო პროცესის აღსადგენად ,,ყველაფერს გააკეთებენ“, მაგრამ დეტალები, როგორ აპირებენ პრობლემის მოგვარებას, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ნაბიჯი გადაიდგმება კომპანია „ბორჯომმა“ პროდუქციის წარმოება რომ გააგრძელოს.


მისივე თქმით, კომპანიაში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და შესაძლოა უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება წარმოების აღსადგენად.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up