„ბორჯომი“ ორივე ქარხანას აჩერებს

„ბორჯომი“ ორივე ქარხანას აჩერებს

access_time2022-04-29 12:05:28

დღეიდან ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი ჩერდება, ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოში“ განუცხადეს.


„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.



კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.


აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.
იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“,
 აცხადებენ კომპანიაში.


თეგები:
ბორჯომი



5 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარებას განაგრძობს

5 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარებას განაგრძობს
access_time2022-07-05 17:30:40
ეროვნული ბანკის მიერ 5 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.52 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8710 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.40%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8775 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 16.98 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.0199-ის...

რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი მგზავრთა ნაკადის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი მგზავრთა ნაკადის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
access_time2022-07-05 17:00:06
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს. ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში აცხადებენ. „ყოველდღიური სამუშაო სიძლავრე 2-3-ჯერაა გაზრდილი. მუშაობს 13-ვე გამშვები ზოლი, ამის მიუხედავად საკონტოლო-გამშვებ პუნქტზე შეფერხები ექმნება, როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ტრანსპორტს“,...

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
access_time2022-07-05 15:40:00
სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი...

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის -  ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
access_time2022-07-05 13:45:21
ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.   „ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს...

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?
access_time2022-07-05 16:00:39
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი, „ბლოკ ჯგუფის“ და სეუ-ს ერთობლივი პროექტია. კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება. 3, 6 ან 12 თვიანი კურსებზე სწავლის...


მსგავსი სიახლეები

up