სავარაუდო კორუფციული გარიგება მარნეულში, რომელზეც ქვემო ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი მუნიცპალიტეტი არ რეაგირებს

სავარაუდო კორუფციული გარიგება მარნეულში, რომელზეც ქვემო ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი მუნიცპალიტეტი არ რეაგირებს

access_time2020-11-17 11:00:59

სახელმწფო ორგანოების გულგრილობა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის სავარაუდო კორუფციული გარიგება? გასულ კვირას „კომერსანტი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ ყოველგვარი ნებართვის გარეშე, უკანონოდ გაიჩეხა ორი ჰექტარი ტყის მასივი, დაიგო ასფალტი და აშენდა ორი ნაგებობა. მედიაჰოლდინგს სანდო წყარო უყვებოდა, რომ კონკრეტული ბიზნესს სუბიექტი მარნეულის მერიის თანამშრომლებთან სავარაუდო კორუფციული გარიგებით სოფელ ქუთლაირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ტირ პარკის (ავტოსადგომი გადამზიდავი კომპანიებისთვის) ასაშენებლად ამზადებს.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა წითელი ხიდის საბაჟო ზონასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში სავარაუდო უკანონო მშენებლობა როგორ დარჩა ყველა სახელმწიფო სტრუქტურას შეუმჩნეველი.

 

დავიწყოთ ადგილობრივი თვითმართველობით, სადაც  გაჩეხილი ტყის, გაყვანილი გზის და აგებული შენობების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მხოლოდ ჩვენი ზარის შემდეგ გადაწყვიტა მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიის შემოწმება. რა დაადგინეს მარნეულის მერიაში არ ვიცით, რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ პრესსამსახურმა მოგვწერა, რომ ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.

 

ინფორმაციის გამოთხოვა მოგვთხოვა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის პრესსამსახურმაც. თავად გუბერნატორმა ჩვენს ზარებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ უპასუხა, რეხვიაშვილმა უპასუხოდ დატოვა სმს შეტყობინებებიც. არადა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ დოკუმენტში, შავით თეთრზე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის ფუნქციებია:

 

- სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;

 

- სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინაცია და კონტროლი;

 

- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი და დელეგირებული უფლებამოსილებების მათ მიერ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

 


მედიაჰოლდინგისთვის გაუგებარია სახელმწიფო უწყებების პოზიცია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რადგან საჯარო ინფორმაცია არის:

 

„ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პრაქტიკულად გამოქვეყნებული ინფორმაცია“.

 

„კომერსანტი“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისგან და ადგილობრივი თვითმმართველობისგან კონკრეტული ფაქტის შესახებ კონკრეტულ კითხვებზე ითხოვდა პასუხებს. რაც ვერც ერთი უწყებისგან ვერ მოვისმინეთ.

 

მედიაჰოლდინგმა გაარკვია, რომ ტირ პარკს მარნეულში შპს „რედსტოპი“ აშენებს.  კომპანია 2020 წლის 13 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი გიორგი ბიწაძე იყო , ბიწაძე ამასთანავე  „რედსტოპ“- ის 20 პროცენტი წილის მფლობელიც იყო. თავდაპირველად კომპანიას კიდევ 4 მეწილე ჰყავდა: ალექსანდრე ყურაშვილი, მიხეილ ქებაძე, ვასილ ფალავანდიშვილი და საბა ანთია. თითოეული მათგანი „რედსტოპ“- ის 20-20 პროცენტი წილის მფლობელები იყვნენ.

 



მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში, 2020 წლის 21 მაისს ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე საბა ანთია ინიშნება, ხოლო მეწილეთა რაოდენობა ორმაგდება:

 

14 პროცენტი წილის მმართველი ზურაბი კაპანაძეა, 13 პროცენტი ვაჟა ნემსაძეს ეკუთვნის, 13 პროცენტი კი თორნიკე ნემსაძეს. 12 პროცენტი წილის მმართველი გიორგი ბიწაძეა. ახალი გადანაწილებით, ძველი მეწილეები ალექსანდრე ყურაშვილი, მიხეილ ქებაძე, ვასილ ფალავანდიშვილი და საბა ანთია 8.75- 8,75 პროცენტის მფლობელები არიან. 8 პროცენტი კომპანიაში ანა ჯოხაძეს ეკუთვნის ხოლო, 5 ირაკლი ჯიშკარიანს.

 



ის რაზეც არ საუბრობენ სახელმწიფო სტრუქტურებში, ვკითხეთ შპს „რედსტოპ“ - ის დირექტორს საბა ანთიას. იგი აცხადებს, რომ სოფელ ქუთლიარის მიმდებარე ტერიტორიაზე სატყეო ტერიტორია არ გაჩეხილა, დაიგო მხოლოდ ასფალტის საფარი და აშენდა ორი ნაგებობა, რომლის უფლებაც ანთიას თქმით, კომპანიას ჰქონდა.

 

„ყველაფერი გაკეთებული გვაქვს ნებართვის საფუძველზე.საბუთები მოწესრიგებული გაქვს, დოკუმენტები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში დაახლოებით 6 თვის წინ გადაიგზავნა. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთანაც, ტერიტორია იჯარით სწორედ ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასცა“, - განაცხადა საბა ანთიამ.

 

ანთიძემ გვითხრა, რომ ყველა იმ დოკუმენტს გამოგზავნიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ შპს „რედსტოპი“ ბიზნეს საქმიანობას კანონიერად აწარმოებს. კომპანიას უნდა გადმოეგზავნა დოკუმენტები, ტერიტორიის იჯარით აღების შესახებ, როდის გადასცა ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწა და რა პირობით. ასევე დაგვპირდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ნებართვას ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყების შესახებ. თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა და არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ კომენტარს დაადასტურებდა „კომერსანტს“ არ მიუღია.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up