„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სახელმწფო ორგანოების გულგრილობა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის სავარაუდო კორუფციული გარიგება

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სახელმწფო ორგანოების გულგრილობა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის სავარაუდო კორუფციული გარიგება

access_time2020-11-12 10:00:25

გაჩეხილი ორი ჰექტარი ტყის მასივი, დაგებული ასფალტი და აშენებული ორი ნაგებობა - ეს ყველაფერი მარნეულის მუნიციპალიტეტში უკანონოდ, სახელმწიფოს გვერდი ავლით განხორციელდა. ექსკლუზიურად „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, რომ სოფელ ქუთლაირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ბიზნეს საქმიანობისთვის ამზადებენ. მედიაჰოლდინგს სანდო წყარო უყვება, რომ ყოველგვარი ნებართვის გარეშე, კონკრეტული ბიზნეს სუბიექტები მარნეულის მერიის თანამშრომლებთან სავარაუდო კორუფციული გარიგებით ტირ პარკს (ავტოსადგომი გადამზიდავი კომპანიებითვის) აშენებენ.

 

 

თბილისი - წითელი ხიდის საავტომობილო გზის ბოლო მონაკვეთზე,  დიდი სატყეო ტერიტორია მდებარეობს, რომელიც დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს და 2020 წლის აპრილამდე აუთვისებელი იყო. ნაძვნარითა და წიწვოვანი ხეებით დაფარული დაცული ტერიტორია, რეალურად დაცული საერთოდ არ აღმოჩნდა. წყარო გვიყვება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჯერ ორი ჰექტარი ტყის მასივის გაიჩეხა, შემდეგ  მისასვლელად გზა დაიგო, ბოლოს კი ორი ნაგებობაც აშენდა.

 

 



საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სხვა ოფიციალური მონაცემებით „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე და აშკარა დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უწყებებს ეკისრება.

 

 

თავდაპირველად მედიაჰოლდინგი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ თუ პირი უკანონო მშენებლობას ახორციელებს მას მუნიციპალიტეტი აჯარიმებს:

 




 

„ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის, ჩვენ სახელმწიფო ქონების ვყიდით, თუ რაიმე უკანონობა ხდება ჯარიმებს  მუნიციპალიტეტი წერს“- აცხადებენ ქონების ეროვნული სააგენტოში.

 

 

„კომერსანტის“ კითხვაზე როდესაც სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონოდ მიმდინარეობს მშენებლობა, როგორ აგვარებს პრობლემას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის პირდაპირი ფუნქციაა სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა უწყებაში შემდეგი პასუხი გაგვცეს:

 

 



„ჩვენ როდესაც გვაქვს ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია, მუნიციპალიტეტს შეტყობინებას ვუგზავნით, საქართველოში ვინ რას ააშენებს ვერ გავაკონტროლებთ, არ გვაქვს მაგდენი რესურსი“, - განუცხადეს „კომერსანტს“ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

 

 

ტერიტორიაზე ტყე გაჩეხილია, გზა გაყვანილია და შენობები აგებულია, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მარნეულის მუნიციპალიტეტში. კომერსანტს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გელა მუმლაძე ეუბნება, რომ თვითიზოლაციაშია და ნახევარი წლის წინ დაწყებულ სავარაუდო უკანონო ბიზნეს საქმიანობაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. კითხვებზე პასუხი ვერც მარნეულის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურისგან მივიღეთ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სახელმწიფო უწყებაში გვეუბნებიან, რომ  საკითხის შესწავლა დაიწყო, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ადგილზე მივა და პასუხს უახლოეს მომავალში გაგვცემენ. როგორ მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გვერდის ავლით, უკანონოდ ტყის მასივის გაჩეხვა და ნაგებობის აშენება, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა აშკარა კანონდარღვევაზე ამ კითხვებზე პასუხს უწყება თავს არიდებს.

 



 

აღსანიშნავია, რომ ორი ჰექტარი ტყის მასივის გაჩეხვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ნაძვნარითა და წიწვოვანი ხეებით დაფარული დაცული ტერიტორია მათ დაქვემდებარებაში არ აღმოჩნდა.



აღსანიშნავია, რომ ტერიტორია წითელი ხიდის საბაჟო ზონასთან ახლოს მდებარეობს და გაუგებარია ყველა სახელმწიფო სტრუქტურას როგორ დარჩა ტყის მასივში უკანონო მშენებლობა შეუმჩნეველი. ფაქტის შეუმჩნევლობა არის სახელმწფო ორგანოების გულგრილობა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის სავარაუდო კორუფციული გარიგება? კომერსანტი თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს უახლოესს მომავალში მოგაწვდით.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up