თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში" განაცხადეს.
მანამდე კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ავარია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე "იმერეთი" და ენგურჰესზე მოხდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქვეყნის უდიდესი ნაწილი, შეფერხდა თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობაც.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილიც. 14:00 საათზე მომხდარი ავარიის შემდეგ ელექტრომომარაგება აფხაზეთის ტერიტორიაზე მალევე, 14:36 საათზე შეძლეს.