საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი აქცენტები მოინიშნა

საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი აქცენტები მოინიშნა

access_time2021-10-23 13:56:23

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის, ოლეგ ნემჩინოვის თავმჯდომარეობით თბილისში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა. როგორც სხდომაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, უკრაინასთან ბოლო წლებში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა როგორც ეკონომიკური, ასევე ტურიზმის მიმართულებით.


მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში,  შავ ზღვაზე მიმოსვლის უფრო მეტად გააქტიურების შესაძლებლობები, ასევე დამატებითი საბორნე-საფიდერო მიმოსვლის აქტუალიზაცია.  განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში.

 

ნათია თურნავას თქმით, უკრაინა ტრადიციულად ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ბაზარია ჩვენთვის, ნომერ მესამე პარტნიორი ტოპ ათეულში და პანდემიის პერიოდშიც კი ძალიან ბევრი უკრაინელი ტურისტი გვსტუმრობს. მინისტრის განცხადებით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთობების გააქტიურება ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განვითარების თვალსაზრისით.


„უკრაინულ მხარეს შევთავაზეთ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე 600-ზე მეტი ერთობლივი კომპანია არსებობს, პოტენციალი ამ მხრივ მეტი გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ხაზგასასმელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების სწრაფი ტემპით ზრდა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ქართული ექსპორტი უკრაინის ბაზარზე 57%-ით გაიზარდა.

„ყველა ამ საკითხზე მე და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა დეტალურად ვიმსჯელეთ და  ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო ახალ საფეხურზე ძალიან სწრაფად აყვანის იმედი გვაქვს", - დასძინა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up