საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა

საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა

access_time2021-10-23 12:28:11

საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართა. სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის, ოლეგ ნემჩინოვის თავმჯდომარეობით ჩატარდა.

 

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ქართულ-უკრაინულმა მხარეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები; თანამშრომლობა სამრეწველო, ენერგეტიკის,  ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში, ასევე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა სექტორებში. შეხვედრაზე ასევე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა საქართველო-უკრაინას შორის თანამშრომლობა ევროინტეგრაციის ფარგლებში.

 

ამასთან, მხარეებმა განიხილეს საზღვრისპირა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები. გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოსა და უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებისა და გააქტიურების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უკრაინელ კოლეგას და დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა და გამოცდილება გაუზიარა პოსტკოვიდურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და ამ კუთხით არსებული პოზიტიური შედეგების და პროგნოზების შესახებ.


 

„წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. იანვარ-აგვისტოს კუმულატიური ზრდის ტემპმა 12.0 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანი გაჯანსაღება ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში. როგორც იცით, საქართველოს ამბიციური მიზნები აქვს, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო მიმართულება მსოფლიო რუკაზე, რაც მუდმივად აისახება საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებშიც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა ამ რთულ პერიოდშიც კი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

უკრაინულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება ყველა მიმართულებით. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, მინისტრ ოლეგ ნემჩინოვის განცხადებით, უკრაინული მხარე ამ მიზნით მომავალშიც ინტენსიურად იმუშავებს.

 

სხდომის დასრულების შემდეგ  ხელი მოეწერა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ოქმს, რომელშიც აისახა  დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გაგრძელდეს მუშაობა შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლისა და ფიდერული გადაზიდვების განვითარებისთვის და ასევე, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიონობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების კუთხით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up