სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს

access_time2021-09-26 18:30:01

საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს - ეს აუცილებელი დიპლომატიური არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ვიცე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, არავის, ახალგაზრდა თაობიდან, დღეს სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია თავისი მომავალი, თუ არა ევროპის წიაღში.

„ქართული ემიგრაციის ისტორია, წარმატებული ემიგრაციის ისტორიაცაა, რომელიც ადასტურებს, რომ ემიგრაცია ყოველთვის არ არის საზღაური, ან ტვირთი, ემიგრაცია შესაძლოა იყოს უპირატესობა. ის ასევე გვიდასტურებს, რომ ინტეგრაცია არ არის წარმოშობის ქვეყანასთან კავშირების შენარჩუნების გამომრიცხავი.

დაბოლოს, ის ასევე ადასტურებს იმას, რისი აღქმაც ძალიან უჭირს დღევანდელ მსოფლიოს, რომ იდენტობა არ ნიშნავს გარიყვას, არამედ ის შეიძლება იყოს შემატება და გამდიდრება. და შებრძოლება ყველა წინააღმდეგობასთან, რაც გამოწვეულია სხვების მსგავასად ფრანგად ყოფნასთან ერთად და ქართველად დარჩენით, ზოგისთვის სრულად, ზოგისთვის ნახევარი დროით. სრულყოფილი ფრანგობის მიუხედავად, ემიგრაციის ქართველებს არ დავიწყებიათ და არ მიუტოვებიათ საქართველო. ეს არის პრინცი ამილახვარის მსხვერპლის მთავარი არსი. ბრძოლა იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაენახა საქართველო, რომელიც გაიზიარებდა ბედს, რომელიც 1945 წელს ერგო საფრანგეთს, როდესაც გახდა თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა.

ქართულ ემიგრაციას ჩვენამდე ასევე მოაქვს გზავნილი საფრანგეთის უნიკალურობაზე, თავშესაფრის ეს მიწა, რომლის იდენტობა სცდება საფრანგეთის, იგივე ექვსკუთხედის გეოგრაფიულ საზღვრებს, რათა მიისწრაფვოდეს უნივერსალურისაკენ. საქართველოს ისტორია საფრანგეთში, ასევე საერთო ფრანგული ღირებულებების ისტორიაა, რომელთა შორის პირველი, თავისუფლებაა. ზოგადად, ყველა ქართველი თავს იყრის გენერალი დე გოლის ფორმულაში, რომელიც ეხება „საფრანგეთს და მსოფლიოს თავისუფლებას შორის მრავალსაუკუნოვანი პაქტის“ არსებობას. ყველა ქართველს თან ახლავს ალექსანდრე დიუმას და მისი სამი მუშკეტერის სიმამაცე, გამბედაობა, თავდაჯერებულობა და დიდი ერთგულება, ვინაიდან ეს ფრანგულ-ქართული ურთიერთობა ფაქტობრივად განუყოფელია იმ საერთო ფესვების მქონე კულტურის კუთვნილებისადმი, რომელსაც ევროპული ცივილიზაცია ჰქვია: ღვინის უძველესი ცივილიზაცია, მედეასა და არგონავტების ქვეყანა, მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანობის მიმღები ქვეყანა, ლიტერატურისა და პოეზიისადმი გულმხურვალე საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს.

ეს დღეს განმარტავს თუ რატომ სურს მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს აუცილებელი დიპლომატიური არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ევროპული მისწრაფება ცივილიზაციის არჩევანს წარმოადგენს. ჩვენი ახალგაზრდები მასში ხედავენ თავიანთ მომავალს: ჩვენი ახალგაზრდები მოდიან სასწავლებლად და მკვიდრდებიან ევროპაში, ოცნებობენ პარიზსა და ბერლინზე და ეწაფებიან ევროპულ კულტურას. არავის, ახალგაზრდა თაობიდან, დღეს სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია თავისი მომავალი, თუ არა ევროპის წიაღში. არც რუსეთისაკენ, რომელიც გარდასულ წარსულს წარმოადგენს, არც ცენტრალური აზიისაკენ, თუ ახლო აღმოსავლეთისაკენ - რომელიც გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა, თუმცა კულტურულად ბევრად უფრო შორს.


დღეს ჩვენი აქ ყოფნა ამას ადასტურებს. საქართველო ევროპაა და ჩემი პირადი ისტორიაც ამის განსახიერებაა. ეს არის ჩემი მანდატის არსი: საქართველოსა და ევროპის მჭიდრო დაახლოების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა. საფრანგეთმა, რომელიც დღეს ყველაზე წარმატებულ ევროპულ ამბიციას წარმოადგენს (იმ ევროპისა, რომელიც მსოფლიოში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს) უნდა გამონახოს ის ციცაბო ბილიკი, რომლითაც მიაღწევს როგორც ევროპული ოჯახის ერთიანობას, რაც ძალაუფლების მოთხოვნაა, ასევე, მთელი ევროპული ოჯახის შავ ზღვამდე განვრცობას, რაც ისტორიული ფაქტია!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თარგმანსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ზურაბიშვილმა პარიზში, ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა. მათ შორის, პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) დააჯილდოვა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up