პრეზიდენტმა პარიზში ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა პარიზში ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა

access_time2021-09-26 17:15:49

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ეროვნული გმირის წოდება დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თავგანწირვისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ, ასევე დააჯილდოვა ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).


ელი მელია საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციის სულიერი მხარდაჭერისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის დაჯილდოვდა, ხოლო კონსტანტინე ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილი) საზღვარგარეთ საქართველოსათვის სახელის განთქმისათვის, გამორჩეული დიპლომატიური, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.

პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები ემიგრანტების შთამომავლებს პარიზში, ინვალიდების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა, რომელიც საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წელს მიეძღვნა.

იხილეთ დაჯილდოვებისა და ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა:








თუ ვინმე რიცხვების გარეშე ანალიზს აკეთებს ის უბრალოდ მკითხაობს - ზვიად ხორგუაშვილი ლარის კურსზე

თუ ვინმე რიცხვების გარეშე ანალიზს აკეთებს ის უბრალოდ მკითხაობს - ზვიად ხორგუაშვილი ლარის კურსზე
access_time2022-08-15 18:00:54
15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -7.88 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8426 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7880 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.46 თეთრი შეადგინა. ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ სებ-ის მიერ დადგენილ დღევანდრელ კურსზე რაიმე ანალიზის გაკეთება დღეს...

ლარის კურსი დოლართან 7.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 7.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-08-15 17:05:15
15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -7.88 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8426 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7880 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.46 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1552 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3636 ლარი...

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის
access_time2022-08-15 17:00:09
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო 9 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება...

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით
access_time2022-08-15 15:00:47
გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების...

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
access_time2022-08-15 15:40:18
მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან...


მსგავსი სიახლეები

up