ფულადი გზავნილების მოცულობა თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.5%-ით $161. მლნ-მდე3 (564 მლნ ლარი) გაიზარდა. $28.6 მლნ-ით პირველ ადგილს უკვე მეორე თვეა იტალია ინარჩუნებს.
ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 1 წელიწადში 24%-ით $71 მლნ-მდე გაიზარდა, მათ შორის იტალიიდან 32%-ით $28.6 მლნ-მდე, საბერძნეთიდან 20%-ით $20 მლნ-მდე, გერმანიიდან 51%-ით $7 მლნ-მდე, საფრანგეთიდან 33%-ით $2.7 მლნ-მდე, ირლანდიიდან 40%-ით $1.4 მლნ-მდე.
33%-იანი ზრდა შეინიშნება ასევე აშშ-დან საიდანაც თებერვალში $19 მლნ-ის გზვანილი განხორციელდა. 78%-იანი ზრდა დაფიქსირდა უკრაინიდან და გზავნილის მოცულობამ $7.4 მლნ-ს გადააჭრბა. კიდევ უფრო მეტად - 191%-ით, $6 მლნ-მდე გაიზარდა გზავნულები აზერბაიჯანიდან.
რაც შეეხება რუსეთს, 12.4%-იანი კლების შემდეგ $25 მლნ-ით მან მეორე ადგილი დაიკავა. თუ 12-13 წლის წინ რუსეთის წილი გზავნილებში 60%-ს აჭარბებდა, დღეს ის 15.6%-მდეა შემცირებული.
2020 წელს ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულად $1.886 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, რომელიც 15 წლიან მინიმუმზე დაეცა 3-ჯერ აღემატება.
ჯერ კიდევ პანდემიამდე, ბოლო წლებში, გზავნილების წილი მშპ-ში მუდმივად იზრდებოდა, 2020 წელს, როცა ყველაფერი შემცირდა გზავნილების გარდა მასზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა, ტენდენცია 2021-შიც გრძელდება.