ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება იზრდება

ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება იზრდება

access_time2020-12-19 10:00:46

პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა საქართველოში ყველაფერი შეამცირა: საგარეო ვაჭრობა - ექსპორტიც და იმპორტიც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება, ტურიზმი... ერთადერთი გამონაკლისი ფულადი გზავნილები აღმოჩნდა.


11 თვეში საზარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სულ $1.686 მლრდ გადმოირიცხა, რაც $125 მლნ-ით, ანუ 8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ჩავარდნა მხოლოდ გაზაფხულის თვეებში დაფიქსირდა, მათ შორის მინიმალურ მაჩვენებელამდე - $79 მლნ-მდე აპრილში დავიდა, რაც 42%-იან ვარდნას ნიშნავდა. ივნისიდან კი ორნიშნა ზრდის ტემპი დაბრუნდა.


ფულად გზავნილებს საქართველოს ეკონომიკაში ყოველთვის მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. მართალია ის მშპ-ს დათვლის ფორმულაში არ შედის, მაგრამ პირდაპირ გავლენას ახდენს მოხმარებაზე. 2019 წელს მიღებული ფულადი გზავნილები მშპ-ს 12.7%-ს შეადგენდა. ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის გზავნილებზე დამოკიდებულება უცხო არ არის. ტაჯიკეთის ეკონომიკაში გზავნილებს 28.6%-იანი წილი უკავია, ყირგიზეთში - 28.5%, მოლდოვაში - 16%, უზბეკეთში 14.8%, სომხეთში - 11.2%, უკრაინაში - 10.2%. ესტონეთში მხოლოდ - 1.7%.


საგულისხმოა, რომ ბოლო 5 წელიწადში გზავნილებზე საშიში დამოკიდებულება 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და XXI საუკუნის რეკორდს მიაღწია. 2020 წლის ეკონომიკური ვრდნის ფონზე, ამ მიმართულებით მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

2001-2020 წლებში საქართელოში სულ $19.7 მლრდ გადმოირიცხა, საქართველოდან საზვარგარეთ კი 7.8-ჯერ ნაკლები - $2.5 მლრდ გადაირიცხა. 2020 წლის დეკემბრის მონაცემი ეფუძნება დაშვებას, რომ ზრდის ტემპი იგივე იქნება რაც ნოემბერში.



გზავნილებში პირველი 16%-იანი კლება 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს დაფიქსირდა. ამ დროს მსოფლიო ეკონომიკა 1.5%-ით შემცირდა, მაგრამ რეცესიის მასშტაბი ბევრად დიდი იყო რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში, საიდანაც საქართველო ფულად გზავნილებს ღებულობდა. რუსეთის წილი იმ პერიოდში 53.5%-ს შეადგენდა. 2009 წელს რუსეთის ეკონომიკ 7.8%-ით, ხოლო ევროკავშირის 4.3%-ით შემცირდა.

2014 წლის მცირედი, 2.5%-იანი კლების შემდეგ, ყველაზე დიდი 25%-იანი ვარდნა 2015 წელს დაფიქსირდა. ეს ის წელია, როდესაც ლარი 52 პუნქტით გაუფასურდა და 2004 წლის შემდეგ პირველად 2.40-ს გადასცდა. იმავე პერიოდში რუსული ფულიც გაუფასურდა და თუ წლის დასაწყისში 1 აშშ დოლარი 56 რუბლი ღირდა, წლის ბოლოს მისი ფასი უკვე 72 რუბლი იყო. თუ 2014 წელს რუსეთიდან საქართველოში $709 მლნ გადმოირიცხა, 2015 წელს ის $276 მლნ-ით $433 მლნ-მდე შემცირდა. 2014 წელს რუსეთის წილი ფულად გზავნილებში ჯერ კიდევ 49%-ს აჭარბებდა, 2015 წელს ის 41%-მდე შემცირდა.


რუსეთის წილის კლება შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. 2020 წელს ის ჯერჯერობით კვლავ ინარცუნებს პირველობას, მაგრამ მისი წილი 19.2%-მდეა შემცირებული. პარალელურად ორნიშნა მატება აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდან. ნოემბერში იტალიიდან 28%-იანი მატება დაფიქსირდა, საბერძნეთიდან 15%-იანი, გერმანიიდან 65%-იანი, ბრიტანეთიდან 39%-იანი. იმ ფონზე როდესაც ევროპაშიც კრიზისია და ევროკავსირის ქვეყნების ეკონომიკები 8-10 პროცენტით მცირდება, გზავნილების მკვეთრი ზრდა გარკვეულ კითხვის ნიშნებსაც აჩენს.


გზავნილების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ფრენების აკრძალვა და ზოგადად საზრფების ჩაკეტვა მივიჩნიოთ. ეროვნული ბანკის სტატისტიკა მხოლოდ გზავნილების ოფიციალურ არხებს მოიცავს, ისეთებს როგორებიცაა: Western Union, Intel express და ა.შ. საკომისიოს დაზოგვის მიზნით ახლობლისთვის გატანებულ თანხა ან თავად მის მიერვე ქეშით წამოღებულ ფული სტატისტიკის მიღმა რჩება. 2020 წელს მიმოსვლა ფაქტობრივად სრულად შეწყდა და ნაღდი ფული ოფიციალურ გზავნილებში გადამისამართდა.


წლების განმავლობაში ასევე სტატისტიკის მიღმა რჩებოდა თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე გადასული პირების მიერ მიღებული ხელფასებიც, მათ უმრავლესობას ეს თანხები საზღვარზე ჯიბით გადმოჰქონდა. წელს შემოსავლის მიღების ეს საშუალებაც მოისპო.


მიუხედავად იმისა, რომ გზავნილების ნომინალური მოცულობა შესაძლოა მისმა მთლიანად ოფიციალურ არხებში გადასვლამ გაზარდა, ქვეყნის ეკონომიკაში ის მაინც რჩება უმნიშვნელოვანეს ფაქტორად, რომელზე დამოკიდებლებაც იზრდება. ეს დამოკიდებულება კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო თვალში საცემი გამოჩნდება. გარდა ამისა ძალიან ბევრი ოჯახის შემოსავლის უმთავრეს, ან სულაც ერთადერთ წყაროდ წლებია ფულადი გზავნილები რჩება.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up