პრემიერი დაგეგმილზე თითქმის 2-ჯერ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ელის

პრემიერი დაგეგმილზე თითქმის 2-ჯერ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ელის

access_time2021-07-05 14:00:03

საქართველოს ეკონომიკა წელს შესაძლოა დაგეგმილზე თითქმის 2-ჯერ სწრაფად - 7.7%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა.


2020 წელს პანდემიისა და მკაცრი კოვიდრეგულაციების შედეგად ეკონომიკურმა ვარდნამ 6.2%-ს მიაღწია, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებლი იყო. სექტემბრის ბოლოს, როდესაც მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა, მშპ-ს ზრდის ტემპად 5% განისაზღვრა, თუმცა მალევე ახალი შეზღუდვების დაწესების პარალელურად, სავალუტო ფონდის რჩევით, ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე გადაიგეგმა. ეროვნული ბანკი 4%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა უშვებდა პესიმისტურ სცენარსაც, რომლის მიხედვითაც ზრდა მხოლოდ 1% შეიძლება ყოფილიყო.


იანვრის ლოკდაუნის დროს ორნიშნა ვარდნა განახლდა, რის შემდეგაც სავალუტო ფონდმა ზრდის ტემპის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა. უკეთესობისკენ ცვლილებები მარტიდან დაიწყო. მარტში, 12 თვიანი რეცესიის შემდეგ პირველად, 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, აპრილში კი ზრდის ტემპმა 45%-ს მიაღწია, რამაც მოწონებასთან ერთად გარკვეული ეჭვებიც გააჩინა. აპრილთან შედარებით დაბალი, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალი 25%-იანი იყო მაისის ეკონომიკური ზრდაც.



საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან განსხვავებით, მსოფლიო ბანკმა საქართელოს ზრდის ტემპის პროგნოზი 6.1%-მდე გაუუმჯობესა.


ტურიზმის დაგეგმილზე დაბალი ტემპით აღდგენასთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მაღალი ინფლაცია რჩება. იმ ფონზე, როდესაც საქსტატი ბიუჯეტიდან სუბსიდირებულ პროდუქციას სამომხმარებლო ფასების ზრდაში არ ასახავს, ივნისში ინფლაციამ 10 წლიან მაქსიმუმს –  9.9%-ს მიაღწია.  




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up