პოლონეთი და ბალტიის სამივე რესპუბლიკა საჰაეროს შემდეგ, რუსეთთან და ბელარუსთან სახმელეთო საზღვრებსაც კეტავენ. ინფორმაციას ამის შესახებ unian.net უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მუსტაფა ნეიმის ტელეგრამში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ნეიმი წერს აღნიშნულ ქვეყნებს წინა კვირას უკრაინამ თხოვნით მიმართა, რაზედაც დადებითი პასუხი მიიღო. გადაწყვეტილება ძალაში 48-72 საათში შევა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
რუსეთს ცა ევროპის უმეტესმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეებში ჩაუკეტა. აქტივისტები სახმელეთო საზრების ჩაკეტვას უკვე 1 თვეა ითხოვენ. ორ დღეში ეს პროცესიც დაიწყება.
პარალელურად, ბუჩაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის გამო, რა დროსაც 300-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი დახვრიტეს, მათ ნაწილს მკვლელობის მომენტში ხელები ჰქონდა შეკრული, ევროკავშირი დამატებითი სანქციების შემოღებას განიხილავს.