ევროკავშირმა გადაწყვიტა, დამატებითი სანქციები დაუწესოს მოსკოვს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები კიევის მისადგომებიდან გასული რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების შესახებ. ამის შესახებ FT.COM წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ ახალი სანქციები რუსეთის მიერ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო მზადდება. ეს ქალაქი კიევის ცენტრიდან ჩრდილო–დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს, რომელიც ბოლო დრომდე რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლს ქვეშ იყო.
„შოკირებული ვარ ამ სისასტიკის ამსახველი კადრებით, რაც რუსეთის არმიამ ჩაიდინა კიევის ამ რაიონში“, – წერს მიშელი ტვიტერზე. მისი თქმით, ევროკავშირი დაეხმარება უკრაინას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმაციის და მტკიცებულებების შეგროვებაში, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებისთვის.
დიპლომატის თქმით, ახალი სანქციების საკითხს ოთხშაბათს განიხილავენ.