ნიკა გვარამია სააკაშვილის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას ითხოვს

ნიკა გვარამია სააკაშვილის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას ითხოვს

access_time2021-10-24 12:57:13

სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციის საკითხი მიმდინარე საათებში გადაწყდეს და ციხის საავადმყოფო ღია განცხადებით გამოირიცხოს.

,,მოვითხოვთ, რომ მიმდინარე საათებში გადაწყდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო," - ასეთი მოთხოვნა აქვს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას. გვარამია ითხოვს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყოს არამხოლოდ პირადი ექიმის, არამედ ადვოკატებთან ერთად, ვინაიდან ჯანდაცვასთან ერთად ეს არის უფლებადაცვითი საკითხიც.

"ვთხოვთ სახალხო დამცველს მოახდინოს მონიტორინგი როგორც სააკაშვილის მდგომარეობის, ასევე ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც წარმოგვიდგინა კონსილიუმმა. ჯანდაცვის მინისტრმა დაუყონებლივ უნდა განმარტოს საავადმყოფოს შესაბამისობა კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით და მოგვახსენოს არის თუ არა C კატეგორიის კლინიკა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო. ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს მისი შეტანა C კატეგორიის კლინიკების ჩამონათვალში, ყველამ თავი შეიკავოს ამისგან, ეს არის დანაშაული რასაც მოჰყვება მძიმე შედეგი“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ადვოკატები იბრძვიან იმისთვის, რომ რეჟიმისგან გამოიხსნან.

„ამ ქვეყანას შენ სჭირდები ჯანმრთელი და სრულფასოვნად ჩართული ამ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომაც, პირველ რიგში, იფიქრე შენს ჯანმრთელობაზე. შენ არ ხარ მარტო, ძალიან ბევრი ადამიანი დამწუხრებულია შენი მდგომარეობით. მთელი ჩვენი გუნდი, ვგულისხმობ ადვოკატებს, იბრძვის იმისათვის, რომ გამოგიხსნას ამ რეჟიმისგან და შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღარ იყოს“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, მან ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამინისტროებს მიმართა.


„ჩვენ გვაქვს თხოვნა სახალხო დამცველთან და მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრთან, ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უახლოეს საათებში გააკეთოს განმარტება, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით - ირჩევს თუ არა ციხის საავადმყოფოს. ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გამო ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. მოვითხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ჩაგვრთონ“, - აღნიშნა გვარამიამ.


ნიკა გვარამიას თქმითყველაზე მაღალი რისკი, რომელიც სააკაშვილს ემუქრება,  გულის გაჩერებაა, შესაბამისად ციხის საავადმყოფოში კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე უნდა არსებობდეს.


შეგახსენებთ, ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი ვერსიით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. გვარამია ამტკიცებს, რომ ციხეში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაზე იზრუნებს, თუმცა ეს დაბრალდება აღშფოთებულ ციხის პუბლიკას. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up