„მწვანე პასპორტი მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებდა სიტუაციას“ - შოთა ბურჯანაძე

„მწვანე პასპორტი მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებდა სიტუაციას“ - შოთა ბურჯანაძე

access_time2022-02-01 15:00:39

დღეს, 1-ელ თებერვალს გამართულ სხდომაზე  საკოორდინაციო საბჭომ “მწვანე პასპორტების” მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა.  როგორც რესტორატორთა ასოციაციის  თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე „კომერსანტთან” საუბრისას აღნიშნავს, “მწვანე პასპორტი” ვირუსის გავრცელების ბერკეტი ისედაც არ ყოფილა.


“მე მწვანე პასპორტის გაუქმების მოთხოვნის დროსაც აღვნიშნე, რომ ასეთი ტიპის რეგულაციები, რეალურად კოვიდ ვითარების გაუარესებისთვის ბერკეტს არ წარმოგადენს,  ეს არის ზუსტად ისეთი  რეგულაცია, როგორც ჩვენ პრაქტიკაში გვქონდა მაშინ, როდესაც მანქანაში მძღოლის გვერდზე დაჯდომა არ შეიძლებოდა და ასევე ორ ადამიანზე იყო შეზღუდვა. აქედან გამომდინარე რეგულაციის არსებობა მხოლოდ და მხოლოდ  ამძიმებდა  სიტუაციას და ქმნიდა ეკონომიკისთვის გაუმართაობას, ამიტომაც საჭირო იყო არა მწვანე პასპორტების, არამედ ზოგადად რეგულაციების გაუქმება, ვგულისხმობ ივენთების და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას. შეიძლება გარკვეული შეზღუდვა დაწესდეს რაოდენობაზე, თუმცა მთლიანად აკრძალვა უნდა მოიხსნას. 


შეიძლება ცოტა პარადოქსულად ჟღერს  შეზღუდვის მოხსნა მაშინ, როცა ინფიცირების რიცხვები იმატებს, მაგრამ ჩვენ რომ შევქმნათ ახლა მთვარეზე გაფრენის აკრძალვა და  ვთქვათ რომ ამით შევაჩერებთ კოვიდს ასე ხო არ იქნება, იგივეა დღეს არსებული რეგულაციები, ვირუსის გავრცელების პრევენციასთან ამ შეზღუდვას არანაირი კავშირი არ აქვს. ვერც ერთი  რეგულაცია და აკრძალვა დღეს ვირუსის გავრცელებას ვერ აკავებს, შეიძლება ადამიანს ისე ჰქონდეს ვირუსი, საერთოდ არც იცოდეს, გატესტილიც იყოს და საბუსტულიც.

მწვანე პასპორტების შემოღების შემდეგ მომხმარებელი რეალურად რეგიონში მდებარე რესტორნებს დააკლდათ, თბილისში არსებულ რესტორნების ნაწილს ეს პრობლემა ნაკლებად ჰქონდათ”, -  აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.  


„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება“, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.


საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.


1-ლი თებერვლის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა  24 201 ინფიცირებული.


თაკო კვაჭანტირაძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up