საქართველო ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

საქართველო ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

access_time2022-02-01 13:00:34

საქართველოში 1-ელ თებერვალს, 31 იანვარს აღებული ტესტების საფუძველზე, კოვიდინფიცირების რეკორდული 24 201 შემთხვევა დაფიქსირდა, იმდენივე რაც პანდემიის დაწყებიდან პირველ 8 თვეში ერთად. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, 12:00 საათისთვის 1 მლნ-დან 6085 შემთხვევით საქართველო პირველ ადგილზეა. სხვა ქვეყნების მიერ სტატისტიკის სრულად წარდგენის შემდეგ რეიტინგი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელოდ.

 

1-ლი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირების სულ 1.2 მლნ შემთხვევაა აღრიცხული. საერთო სტატისტიკაში ხელმეორედ და უკვე მესამედ ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი აღურიცხავ პაციენტთა რაოდენობაა, რომელთაც სიმპტომები არ გამოვლენიათ ან გამოუვლინდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ.

 

1.2 მლნ ინფიცირებულიდან 15 016 ადამიანი გარდაიცვალა, 1 მლნ-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, 160 ათასზე მეტი კი მკურნალობას ამჟამადაც განაგრძობს.

 

რაც შეეხება აცრებს, სრულად ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა 1.221 მლნ ადამიანს შეადგენს, რაც მოსახლეობის 33%-ა, მათგან ბუსტერ დოზით 157 ათასი ადამიანია აცრილი  მოსახლეობის 4.3%-ზე ნაკლები. მსოფლიო მასშტაბით კი ორჯერადად უკვე პლანეტის მოსახლეობის 52.7% - 4.163 მლრდ ადამიანია აცრილი.


 

შემთხვევათა ასეთი რეკორდული ზრდა უმეტესწილად ომიკრონის შტამს უკავშირდება. ტენდენცია მსოფლიოში ერთნაირია, მიმდინარე წლის იანვარში გლობალურად ინფიცირების 89 მლნ შემთხვევა გამოვლინდა (უფრო მეტი ვიდრე მთლიანად 2020 წელს), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 345%-ით მეტი, თუმცა სიკვდილიანობა 45%-ით 235 ათასამდე შემცირდა. ომიკრონს ყველა სხვა წინა შტამთან განსხვავებით ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება, მაგრამ ამავე დროს ნაკლები ლეტალობა ახასიათებს, თუმცა სეზონურ გრიპთან შედარებით ის ჯერ კიდევ უფრო საშიშია.

 

ამ დროისთვის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ომიკრონი პანდემიის დასასრულად მაინც განიხილება. წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველი შემდგომი შტამი წინასთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებად და ნაკლებად მომაკვდინებელი იყო, რასაც ვაქცინები და მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდის დახვეწაც ემატება. თუ ეს კანონზომიერება არ დაირღვა, 2022 წელს პანდემია მართლაც დასრულდება.

 

1 საუკუნის წინ, ბევრად უფრო მაღალი ლეტალობის მქონე ესპანური გრიპის, ე.წ. ისპანკას აქტიური ეტაპიც ზუსტად 3 წლის მანძილზე 1918-1920 წლებში მძვინვარებდა. მაშინ პანდემიამ პირველ მსოფლიო ომთან შედარებით 4-ჯერ ან 5-ჯერ მეტი 40-50 მლნ ადამიანი იმსხვერპლა, რაც იმდროინდელი მოსახლეობის 2%-ს აღემატებოდა.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up