პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად კახეთი ახალი წლისთვის მაინც ემზადება. თელავში საახალწლო დეკორაციებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო. ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ეს ხელისუფლების მიერ გადადგმული კიდევ ერთი არაგონივრული ნაბიჯია.
"თუ ადამიანები გარეთ არ ივლიან ჩემთვის ეს გაუგებარი და გაუმართლებელია ვის უნათებენ? რომ ვთქვა თავისთვის ინათებენ მეთქი ბიძინა ივანიშვილია ღამის 10 საათზე იძინება და მითუმეტეს არამგონია ჩვენ ქალაქში მოხვდეს და დაინტერესდეს ამ საახალწლო განათებებით. ეს ფული უნდა მოეხმარებინათ იმ ადამიანებისთვის, ვინც პანდემიის პირობებში უმუშევრები დარჩენენ", - ამბობს ნიკოლოზ ვარდოშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავჯდომარე კახეთში.
პოზიციას არ იზიარებენ თელავის მერიაში. მერის მოადგილე. ფიქრია ყურშიტაშვილის თქმით, ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები არ იგეგმება, თუმცა წინასაახალწლო სამზადისი მოქალაქეების განწყობისთვის მნიშვნელოვანია.
მთავარი არხი